ترجمة معاني سورة البقرة باللغة الجورجية من كتاب الترجمة الجورجية
الترجمة الإنجليزية - صحيح انترناشونال
المنتدى الإسلامي
الترجمة الإنجليزية
الترجمة الفرنسية - المنتدى الإسلامي
نبيل رضوان
الترجمة الإسبانية
محمد عيسى غارسيا
الترجمة الإسبانية - المنتدى الإسلامي
الترجمة الإسبانية (أمريكا اللاتينية) - المنتدى الإسلامي
المنتدى الإسلامي
الترجمة البرتغالية
حلمي نصر
الترجمة الألمانية - بوبنهايم
عبد الله الصامت
الترجمة الألمانية - أبو رضا
أبو رضا محمد بن أحمد بن رسول
الترجمة الإيطالية
عثمان الشريف
الترجمة التركية - مركز رواد الترجمة
فريق مركز رواد الترجمة بالتعاون مع موقع دار الإسلام
الترجمة التركية - شعبان بريتش
شعبان بريتش
الترجمة التركية - مجمع الملك فهد
مجموعة من العلماء
الترجمة الإندونيسية - شركة سابق
شركة سابق
الترجمة الإندونيسية - المجمع
وزارة الشؤون الإسلامية الأندونيسية
الترجمة الإندونيسية - وزارة الشؤون الإسلامية
وزارة الشؤون الإسلامية الأندونيسية
الترجمة الفلبينية (تجالوج)
مركز رواد الترجمة بالتعاون مع موقع دار الإسلام
الترجمة الفارسية - دار الإسلام
فريق عمل اللغة الفارسية بموقع دار الإسلام
الترجمة الفارسية - حسين تاجي
حسين تاجي كله داري
الترجمة الأردية
محمد إبراهيم جوناكري
الترجمة البنغالية
أبو بكر محمد زكريا
الترجمة الكردية
حمد صالح باموكي
الترجمة البشتوية
زكريا عبد السلام
الترجمة البوسنية - كوركت
بسيم كوركورت
الترجمة البوسنية - ميهانوفيتش
محمد مهانوفيتش
الترجمة الألبانية
حسن ناهي
الترجمة الأوكرانية
ميخائيلو يعقوبوفيتش
الترجمة الصينية
محمد مكين الصيني
الترجمة الأويغورية
محمد صالح
الترجمة اليابانية
روايتشي ميتا
الترجمة الكورية
حامد تشوي
الترجمة الفيتنامية
حسن عبد الكريم
الترجمة الكازاخية - مجمع الملك فهد
خليفة الطاي
الترجمة الكازاخية - جمعية خليفة ألطاي
جمعية خليفة الطاي الخيرية
الترجمة الأوزبكية - علاء الدين منصور
علاء الدين منصور
الترجمة الأوزبكية - محمد صادق
محمد صادق محمد
الترجمة الأذرية
علي خان موساييف
الترجمة الطاجيكية - عارفي
فريق متخصص مكلف من مركز رواد الترجمة بالشراكة مع موقع دار الإسلام
الترجمة الطاجيكية
خوجه ميروف خوجه مير
الترجمة الهندية
مولانا عزيز الحق العمري
الترجمة المليبارية
عبد الحميد حيدر المدني
الترجمة الغوجراتية
رابيلا العُمري
الترجمة الماراتية
محمد شفيع أنصاري
الترجمة التلجوية
مولانا عبد الرحيم بن محمد
الترجمة التاميلية
عبد الحميد الباقوي
الترجمة السنهالية
فريق مركز رواد الترجمة بالتعاون مع موقع دار الإسلام
الترجمة الأسامية
رفيق الإسلام حبيب الرحمن
الترجمة الخميرية
جمعية تطوير المجتمع الاسلامي الكمبودي
الترجمة النيبالية
جمعية أهل الحديث المركزية
الترجمة التايلاندية
مجموعة من جمعية خريجي الجامعات والمعاهد بتايلاند
الترجمة الصومالية
محمد أحمد عبدي
الترجمة الهوساوية
الترجمة الأمهرية
محمد صادق
الترجمة اليورباوية
أبو رحيمة ميكائيل أيكوييني
الترجمة الأورومية
الترجمة التركية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الفرنسية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الإندونيسية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الفيتنامية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة البوسنية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الإيطالية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الفلبينية (تجالوج) للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
الترجمة الفارسية للمختصر في تفسير القرآن الكريم
مركز تفسير للدراسات القرآنية
Dr. Ghali - English translation
Muhsin Khan - English translation
Pickthall - English translation
Yusuf Ali - English translation
Azerbaijani - Azerbaijani translation
Sadiq and Sani - Amharic translation
Farsi - Persian translation
Finnish - Finnish translation
Muhammad Hamidullah - French translation
Korean - Korean translation
Maranao - Maranao translation
Abdul Hameed and Kunhi Mohammed - Malayalam translation
Salomo Keyzer - Flemish (Dutch) translation
Norwegian - Norwegian translation
Samir El - Portuguese translation
Polish - Polish translation
Romanian - Romanian translation
Elmir Kuliev - Russian translation
Albanian - Albanian translation
Tatar - Tatar translation
Japanese - Japanese translation
محمد جوناگڑھی - Urdu translation
Ma Jian - Chinese translation
Turkish - Turkish translation
King Fahad Quran Complex - Thai translation
Ali Muhsin Al - Swahili translation
Abdullah Muhammad Basmeih - Malay translation
Hamza Roberto Piccardo - Italian translation
Indonesian - Indonesian translation
Bubenheim & Elyas - German / Deutsch translation
Bosnian - Bosnian translation
Hasan Efendi Nahi - Albanian translation
Sherif Ahmeti - Albanian translation
Sahih International - English translation
Czech - Czech translation
Abul Ala Maududi(With tafsir) - English translation
Tajik - Tajik translation
Alikhan Musayev - Azerbaijani translation
Muhammad Saleh - Uighur; Uyghur translation
Abdul Haleem - English translation
Mufti Taqi Usmani - English translation
Muhammad Karakunnu and Vanidas Elayavoor - Malayalam translation
Sheikh Isa Garcia - Spanish; Castilian translation
Divehi - Divehi; Dhivehi; Maldivian translation
Abubakar Mahmoud Gumi - Hausa translation
Mahmud Muhammad Abduh - Somali translation
Knut Bernström - Swedish translation
Jan Trust Foundation - Tamil translation
Mykhaylo Yakubovych - Ukrainian translation
Uzbek - Uzbek translation
Diyanet Isleri - Turkish translation
Ministry of Awqaf, Egypt - Russian translation
Abu Adel - Russian translation
Burhan Muhammad - Kurdish translation
Dr. Mustafa Khattab, The Clear Quran - English translation
Dr. Mustafa Khattab - English translation
الترجمة الإنجليزية - مركز رواد الترجمة
الترجمة الفرنسية - محمد حميد الله
الترجمة الجورجية
الترجمة البوسنية - مركز رواد الترجمة
الترجمة الصربية - مركز رواد الترجمة - جار العمل عليها
الترجمة الألبانية - مركز رواد الترجمة - جار العمل عليها
الترجمة اليابانية - سعيد ساتو
الترجمة الفيتنامية - مركز رواد الترجمة
الترجمة التاميلية - عمر شريف
الترجمة السواحلية - عبد الله محمد وناصر خميس
الترجمة اللوغندية - المؤسسة الإفريقية للتنمية
الترجمة الإنكو بامبارا - ديان محمد
الترجمة العبرية
الترجمة الإنجليزية للمختصر في تفسير القرآن الكريم
الترجمة الروسية للمختصر في تفسير القرآن الكريم
الترجمة البنغالية للمختصر في تفسير القرآن الكريم
الترجمة الصينية للمختصر في تفسير القرآن الكريم
الترجمة اليابانية للمختصر في تفسير القرآن الكريم
ترجمة معاني القرآن الكريم - عادل صلاحي
عادل صلاحي
ﰡ
آية رقم 1
ﭑ
ﭒ
ელიფ ლაამ მიიმ*.
____________________
*წმ. ყურანის 29 სურა „ალ-ჰურუფუ’ლ-მუყატტა’ა (الحروف المقطعة ) – თი, ანუ წყვეტილა ასობგერებით იწყება, რომლებიც ინიციალის მსგავსად თავთავიანთი სახელებით იკითხებიან, თუმცა სურათა დასაწყისში მათი მოთავსების სიბრძნე და დანიშნულება უზენაესი ალლაჰის გარდა დანამდვილებით არავინ იცის. მუფესსირები სხვადასხვა განმარტებებით ცდილობენ მათი მნიშვნელობების ახსნას, თუმცა ყველა განმარტება სავარაუდოა, რადგანაც ალლაჰსა და მის შუამავალს ამ ასობგერების შესახებ არაფერი უთქვამთ.

آية رقم 2
აი, წიგნი: ეჭვი არ არის მასში და სწორი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის.
آية رقم 3
– რომელთაც სწამთ უხილავისა, აღასრულებენ ნამაზს და გაიღებენ* იმას, რაც ვუწყალობეთ საზრდოდ;
____________________
*ღვთივსათნოდ
____________________
*ღვთივსათნოდ
آية رقم 4
ასევე ისინი, რომელთაც სწამთ - რაც ჩამოგევლინა და რაც შენამდე ჩამოვლენილა... და ღრმად სწამთ უკანასკნელი დღისა.
آية رقم 5
აი, თავიანთი ღმერთის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, - ეგენი არიან გადარჩენილნი.
آية رقم 6
უეჭველად, - რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვის სულერთია, გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ, - მაინც არ ირწმუნებენ;
آية رقم 7
- ბეჭედი დაასვა ალლაჰმა გულებსა და სასმენელზე, საფარველი აქვთ თვალებზეც... და მათთვისაა დიდი სასჯელი.
آية رقم 8
ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ - ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი;
آية رقم 9
- ცდილობენ, მოატყუონ ალლაჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ვერავის მოატყუებენ, გარდა საკუთარი თავისა;
آية رقم 10
სნეულებაა მათ გულებში და ალლაჰმა უარესად დაასნეულა... და მათთვისაა მწარე სასჯელი, ვინაიდან ცრუობდნენ;
آية رقم 11
და როცა უთხრეს – ქვეყნად უკეთურებას ნუ ეწევითო, მათ მიუგეს: უეჭველად, ჩვენ პირიქით, – გამომსწორებელნი* ვართო.
____________________
*უკეთურებისა – სიკეთისაკენ
____________________
*უკეთურებისა – სიკეთისაკენ
آية رقم 12
დაე, იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი ეწევიან უკეთურებას, მაგრამ არ შეიგნებენ.
آية رقم 13
და როცა უთხრეს – ირწმუნეთ ისე, როგორც ირწმუნა ხალხმაო, მათ მიუგეს: ,,ნუთუ ვირწმუნოთ ისე, როგორც სწამთ ჭკუასუსტებს?"... იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი არიან ჭკუასუსტები, თუმცა არ იციან.
آية رقم 14
და როცა მორწმუნეებს შეხვდებიან, ამბობენ, ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც თავიანთ სატანებთან* განმარტოვდებიან, ეუბნებიან: რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და რაღა თქმა უნდა, მათი დამცინავნი ვართო.
____________________
-*ურწმუნოებთან
____________________
-*ურწმუნოებთან
آية رقم 15
- ალლაჰი დასცინებს მათ და ხეტიალს გაუხანგრძლივებს თავიანთ ზღვარგადასულობაში.
آية رقم 16
ეგენი არიან, რომელთაც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად, მაგრამ არ მოიგო მათმა ვაჭრობამ და არც ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი ყოფილან.
آية رقم 17
მათი საქციელი ჰგავს იმის მაგალითს, ვინც ცეცხლი დაანთო და, როცა ამ ცეცხლმა ირგვლივ სინათლე მოჰფინა, – ალლაჰმა წარტაცა მათ მხედველობა და ბნელეთში დატოვა უსინათლოდ.
آية رقم 18
ﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ﭩ
– ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი... ეგენი არ მობრუნდებიან.
آية رقم 19
– ან, მაგალითს – წყვდიად ღამეში თავსხმა წვიმისა და ჭექა-ქუხილის ქვეშ მოყოლილთას, მეხის დროს რომ თითებს ყურებში იცობენ – სიკვდილის შიშით მოცულნი, თუმცა ურწმუნოებს – ალლაჰი გარემოიცავს*;
____________________
-*თავისი ძლევამოსილებით
____________________
-*თავისი ძლევამოსილებით
آية رقم 20
– ლამის წარტაცოს ელვამ მხედველობა; როგორც კი გაიელვებს, მაშინვე მასში* ამოძრავდებიან და, სიბნელე რომ ჩამოწვება, – უმალ იყუჩებენ. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად წაართმევდა სმენასაც და ხედვასაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
____________________
-*სინათლეში
____________________
-*სინათლეში
آية رقم 21
ეი, ადამიანებო! თქვენს ღმერთს ეთაყვანეთ, გაგაჩინათ რომელმაც – თქვენ და თქენზე ადრე მყოფნი; – იქნებ რიდი გქონდეთ;
آية رقم 22
– რომელმაც თქვენთვის გაფინა დედამიწა საწოლივით, ხოლო ზეცა საბურველად ააგო, შემდეგ ციდან წყალი გადმოადინა და მოსავალი აღმოაცენა თქვენს საზრდოდ. ასე რომ, არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი, შეგნებულად.
آية رقم 23
თუკი რაიმე დაგაეჭვებთ იმაში, რაც ჩვენს მონა–მორჩილს* ჩამოვუვლინეთ, მაშინ მოუხმეთ ყველა თქვენს მოწმეს, გარდა ალლაჰისა, და იმისი სწორი თუნდაც ერთი სურა მოიტანეთ, თუ ხართ მართალნი.
____________________
* მუჰამმედს
____________________
* მუჰამმედს
آية رقم 24
და თუ ვერ შეძლოთ, – და რა თქმა უნდა ვერ შეძლებთ, – მაშ, გეშინოდეთ ცეცხლის, – მზამზარეულისა ურწმუნოთათვის, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია.
آية رقم 25
და ახარე იმათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, რომ მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი. ისინი, ყოველთვის, როცა იქაური ხილით ისაზრდოებენ, ასე იტყვიან – ეს ისაა, რაც უწინ* გვესაზრდოვაო, თუმცაღა ამისი მსგავსი ებოძათ მხოლოდ; იქ იქნებიან უმწიკვლო მეუღლეებიც, – მარადჟამს დამკვიდრებულნი.
____________________
-*დედამიწაზე ყოფნისას
____________________
-*დედამიწაზე ყოფნისას
آية رقم 26
უეჭველად, ალლაჰს არ ერიდება იგავი მოიყვანოს კოღოსი ან კიდევ მასზე უპირატესი არსების შესახებ. ვინც ირწმუნეს, იციან, რომ იგი* ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან, ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს, იტყვიან – რა უნდა (ეთქვა) ალლაჰს ამ იგავითო? – ამ იგავით გზას ააცდენს ბევრს და ჭეშმარიტ გზას უჩვენებს მრავალს ამითვე... და გზიდან არავის გადაიყვანს, თუ არა უღირსებს.
____________________
*იგავი
____________________
*იგავი
آية رقم 27
– რომელნიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი განმტკიცების შემდეგ და წყვეტენ იმ კავშირებს, რომელთა გამყარებაც ბრძანა ალლაჰმა, და ქვეყნად თესავენ უკეთურებას... ეგენი არიან, ნამდვილად, – წაგებულნი.
آية رقم 28
როგორ უარჰყოფთ ალლაჰს, როცა მკვდარნი იყავით და მან მოგანიჭათ სიცოცხლე, შემდეგ ისევ მოგაკვდინებთ, შემდეგ კი დაგაცოცხლებთ და მას დაუბრუნდებით.
آية رقم 29
- იგია, ყველაფერი თქვენთვის ვინც გააჩინა, რაც კი დედამიწაზე არსებობს, შემდეგ ზეცისკენ მიეშურა და შვიდ ცად განალაგა ისინი*; - იგია ყოვლისმცოდნე.
____________________
*ცები
____________________
*ცები
آية رقم 30
აკი, შენმა ღმერთმა ანგელოზებს უთხრა: აუცილებლად უნდა გავაჩინო ხალიფა* დედამიწაზეო. მათ მიუგეს: ,,ნუთუ იქ გააჩენ ისეთს, ვინც სისხლს დაღვრის და იქმს უკეთურებას, როცა ჩვენი ღაღადისი შენს დიდებაშია და სულ შენს სიწმინდესა და უნაკლოებას ვაღიარებთ?". (ალლაჰმა) უთხრა: უეჭველად, მე ვიცი ის, რაც თქვენ არ იცითო.
____________________
*ორიგინალი – „ხალიფა“ (خليفة): პირდაპირი მნიშვნელობით ნაცვალს ნიშნავს. სწავლულები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გადმოგვცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვით ამ კონკრეტულ აიათში. მაგალითად, თაფსირუ’ლ-მუესსერ: „ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ჩაანაცვლებენ“; თაფსირუ’ლ-ჯელალეინ: „ღვთის ნაცვალი, რომელიც დედამიწაზე ალლაჰის ბრძანებებს გაატარებს“; თაფსირუ’ლ-ბეღავი: „ხალიფა იყო ადამი, რომელიც ჩაანაცვლებდა ჯინებს, რადგანაც მათ შემდეგ გაჩნდა. ამავდროულად, ის იყო ალლაჰის წარმომადგენელი დედამიწაზე, რომელიც აღასრულებდა მის დადგენილებებს და გაატარებდა მის რჩევებს“;

آية رقم 31
და ადამს ყველა (მისი ქმნილების) სახელი შეასწავლა, შემდეგ ისინი (ქმნილებები) ანგელოზებს წარუდგინა და უბრძანა: აბა, მაუწყეთ ამათი სახელები, თუკი მართალნი ხართო.
آية رقم 32
(ანგელოზებმა) თქვეს: შენა ხარ მხოლოდ ყოვლად უნაკლო, ხოლო ჩვენ არ ვფლობთ სხვა ცოდნას, გარდა იმისა, რაც შენ გისწავლებია, ჭეშმარიტად, – შენა ხარ ბრძენი – ყოვლისმცოდნეო.
آية رقم 33
(ალლაჰმა) ბრძანა: ,,ადამ, აუწყე მათ იმათი სახელები!"... და როცა აუწყა (მათ იმათი სახელები), – უთხრა: განა არ გითხარით, რომ მე ნამდვილად ვიცი უხილავთა შესახებ ცათა და დედამიწისა, ასევე, ვიცი, რასაც ამხელთ ან რასაც მალავთო?
آية رقم 34
აკი, ვუბრძანეთ ანგელოზებს, რომ ადამისთვის სეჯდეზე* თავდახრილიყვნენ, და უმალ სეჯდეზე ჩაემხნენ, გარდა იბლისისა** , რომელმაც გადიდგულდა, უარზე დადგა და გახდა ურწმუნოთაგანი.
____________________
*ორიგინალი – „სეჯდე“ (سجدة): უზენაესი ალლაჰის წინაშე მუხლმოდრეკითა და ქედის მოხრით მორჩილებისა და თაყვანისცემის გამომხატველი მოქმედებაა. სეჯდე შვიდი ორგანოს – ფეხის თითების, მუხლების, ხელის გულების და ცხვირ-შუბლის ძირს შეხებით სრულდება. სეჯდე ყიბლას მიმართულებით უნდა შესრულდეს, რომლის დროსაც ხელის თითებიცა და ფეხის თითებიც ყიბლას მიმართულებით უნდა იყოს მიმართულნი.
**ორიგინალი – „იბლისი“ (ابليس): სატანას სახელია, რომელიც წარმომავლობით ჯინია, თუმცა თავისი განსწავლულობისა და დამსახურების გამო ანგელოზებთან ერთად იმყოფებოდა. ასეთმა პატივმა იბლისი იმდენად გააყოყოჩა, რომ ღვთის მიმართ სიურჩე გამოავლინა.

آية رقم 35
და ვუთხარით: ,,ადამ! შენ და შენი ცოლი სამოთხეში დასახლდით და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ, თუმცა ამ ხეს ნუ მიუახლოვდებით, თორემ თქვენ იქნებით უსამართლოთაგანნი".
آية رقم 36
მერე აცდუნა ისინი სატანამ და გამოაძევა იქიდან, სადაც იმყოფებოდნენ. ჩვენ მათ ვუთხარით: ,,(ქვეყნად) დაეშვით მტრებად ერთურთისა! დროებითი სამკვიდრო და საბადებელი თქვენთვის –დედამიწაზეა".
آية رقم 37
და ადამმა შეისწავლა სიტყვები* თავისი ღმერთისაგან და ღმერთმაც – მიუტევა; ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი.
____________________
*ეს სიტყვები მოცემულია სურა ა’რაფის 23-ე აიათში: „ღმერთო ჩვენო! უეჭველად, უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ სულებს ჩვენ ორივემ. თუ არ გვაპატიებ და არ შეგვიწყალებ, ჩვენ აუცილებლად განადგურებულთაგანი ვიქნებით.“

آية رقم 38
ვუბრძანეთ: ,,დაეშვით იქიდან ყველა ერთიანად! ვინც გაჰყვება ჩემგან ნაჩვენებ ჭეშმარიტ გზას მაშინ, როცა სწორი გზის მაჩვენებელი მოგევლინებათ, – მათთვის არც შიში იქნება, არცა მწუხარება";
آية رقم 39
– ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები, აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
آية رقم 40
ეი, ისრაელის მოდგმავ! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, და ჩემს წინაშე დადებულ აღთქმას უერთგულეთ, რომ აღგისრულოთ თქვენზე დანაპირებიც; (თქვენ) მხოლოდ ჩემი შიში გქონდეთ.
آية رقم 41
და ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც ჩამოვავლინე თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად, ნუ იქნებით მისი პირველი უარმყოფელნი და ნურც გაყიდით ჩემს აიათებს მცირე ფასის სანაცვლოდ. ასე რომ, მხოლოდ ჩემი რიდი გქონდეთ.
آية رقم 42
არ შემოსოთ სიცრუით ჭეშმარიტება და არც დამალოთ იგი, შეგნებულად.
آية رقم 43
აღასრულეთ ნამაზი, გაიღეთ ზექათი* და მოიხარეთ რუქუ'ზე – რუქუ’ზე** მყოფებთან ერთად.
____________________
*ორიგნალი – „ალ-ზექათი“ (الزكاة): სავალდებულო მოწყალებაა, რომელიც გარკვეული ქონების მქონე მუსლიმმა ღარიბებს უნდა დაურიგოს.
**ორიგინალი – „რუქუ’“ (ركوع): ნამაზის ერთ-ერთი მოქმედებაა, რომელიც ღვთის მორჩილებისა და თაყვანიცემის ნიშნად წელში მოხრას გულისხმობს. რუქუ’ი–ს მოქმედება 90º-ით წელში მოხრითა და ხელების მუხლებზე დაწყობით სრულდება.

آية رقم 44
ნუთუ ხალხს სიკეთისკენ მოუწოდებთ, საკუთარ თავთ კი დაივიწყებთ, მითუმეტეს, როცა წიგნს (თორას) კითხულობთ; ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
آية رقم 45
მოთმინებითა და ნამაზით ეძიეთ ღვთისშემწეობა, – რთულია უთუოდ, ოღონდ არა ღვთისმოშიშთათვის.
آية رقم 46
– რომელთაც გულდაჯერებით სწამთ, რომ თავიანთი ღმერთის წინაშე წარსდგებიან; რომ მას დაუბრუნდებიან.
آية رقم 47
ეი, მოდგმავ ისრაელისა! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, როცა მე თქვენ სამყაროთა წინაშე გამოგარჩიეთ;
آية رقم 48
და რიდი გქონდეთ იმ დღისა, როცა სული სხვა სულს ვერაფერში ემაგივრება, არც მისი შუამდგომლობა მიიღება, არცა სადამხსნელო და ვერც სხვისგან მიიღებს დახმარებას.
آية رقم 49
აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, – გსჯიდნენ როცა, უსასტიკესი სასჯელით: თავებს აცლიდნენ თქვენს ვაჟებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალიშვილებს; – თქვენი ღმერთისგან განსაცდელი იყო ამაში, უდიდესი.
آية رقم 50
აკი, თქვენთვის ზღვა გავაპეთ და გადაგარჩინეთ, ხოლო ფარაონის ხალხი დავახრჩვეთ და თქვენც – შესცქეროდით (მომხდარს).
آية رقم 51
აკი, ორმოცი ღამე* აღვუთქვით მუსას, მისი წასვლის შემდეგ კი ხბო დაიდგინეთ თაყვანსაცემად (კერპად); – უსამართლონი ხართ ამიტომ.
____________________
-*ვაჰის ჩამოვლინება
____________________
-*ვაჰის ჩამოვლინება
آية رقم 52
ამის მიუხედავად მერე გაპატიეთ, რომ იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
آية رقم 53
აკი, წიგნი და ფურყანი* ვუბოძეთ მუსას, იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ.
____________________
*ორიგინალი –„ალ-ფურყან“ (الفرقان): მუფესსირები ამ სიტყვის განმარტებისას რამდენიმე განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ: ა. უმრავლესობის აზრით, ესაა ჭეშმარიტისა და სიცრუის, ჰალალისა და ჰარამის განმასხვავებელი ნიჭი; ბ. მუჯაჰიდის აზრით, ეს თორას მეორე სახელია; გ. ქისაის აზრით, ეს წიგნის ზედსართავი სახელია, ანუ ჰალალისა და ჰარამის განმასხვავებელი წიგნი; დ. იამან ბინ რაიანის აზრით, ეს ზღვის გაპობის სასწაულია. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავიი.

آية رقم 54
აკი, მუსამ თავის ხალხს მიმართა: ეი, ხალხო! უეჭველად, ხბოს (კერპად) დადგენით, საკუთარ სულებს უყავით უსამართლობა, ამიტომ: მოინანიეთ იგი თქვენი გამჩენის წინაშე და დახოცეთ ერთმანეთი*, რადგან ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, თქვენივე გამჩენის წინაშეო. შემდეგ მან ესეც გაპატიათ. ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი.
____________________
*მათ, ვინც არ ყოფილან ხბოს მოთაყვანენი, – სიკვდილით დასაჯონ ისინი, ვინც იყვნენ ხბოს მოთაყვანენი.
____________________
*მათ, ვინც არ ყოფილან ხბოს მოთაყვანენი, – სიკვდილით დასაჯონ ისინი, ვინც იყვნენ ხბოს მოთაყვანენი.
آية رقم 55
აკი უთხარით: ეი, მუსა! არავითარ შემთხვევაში არ დაგიჯერებთ, ვიდრე აშკარად არ ვიხილავთ ალლაჰსო. მაშინვე მეხი დაგემხოთ და თქვენც – შესცქეროდით (მომხდარს).
آية رقم 56
მერე აღგადგინეთ სიკვდილის შემდგომ, – იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით;
آية رقم 57
– და მოგიჩრდილეთ ღრუბელი მაღლიდან და ზეციური მანანა* და მწყერიც ჩამოგივლინეთ. მიირთვით იმათგან, რაც სუფთაა (ჰალალი) და რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია... ჩვენ კი არ მოგვქცევიან უსამართლოდ, – ისინი თავიანთ სულებს მოექცნენ უსამართლოდ.
____________________
*ორიგინალი – „ალ-მანნ“ (المن): ქართულში დამკვიდრებულია, როგორც ციური მანანა. მუფესსირები რამდენიმე განსხვაებულ ვერსიაზე საუბრობენ, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ სიტყვაში: ა. ეს არის ღვთისგან ბოძებული ყველა საკვების ზოგადი სახელწოდება, რაც ყოველგვარი სირთულისა და დაღლილობის გარეშე მოიპოვება;ბ. ეს იყო თაფლივით ტკბილი სანოვაგე, რომელიც ხეზე მოიპოვებოდა; გ. წყლით გაზავებული დასალევი, რომელიც თაფლივით ტკბილი იყო.

آية رقم 58
აკი, გითხარით: ,,შედით ამ ქალაქში და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ; შედით (ამ ქალაქის) კარიბჭეში ქედმოხრილნი და თქვით – „შენდობა!“"... – შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და (წყალობას) გავუზრდით – საქმით კეთილსა და რწმენით იჰსანის მქონეთ*;
____________________
*ორიგინალი – „ალ-მუჰსინ“ (المحسن): თითქმის ყველა თარგმანში მოცემულია, როგორც კეთილისმქმნელი. ეს სიტყვა წარმოებულია „იჰსან“ ზმნის ფუძისგან, რაც საქმის საუკეთესო და უნაკლო ფორმით შესრულებას ნიშნავს. „იჰსანი“ ასევე რწმენის განსაკუთრებული ხარისხის გამომხატველი ტერმინია. როგორც ჯიბრილ მთავარანგელოზისა და მუჰამმედ შუამავლის დიალოგიდან ვგებულობთ, „იჰსანი“ არის ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ისეთი შეგნების შენარჩუნება, თითქოს ალლაჰს ხედავდე. რა თქმა უნდა, შენ მას ვერ დაინახავ, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ის შენ ყოველთვის გხედავს. ყურანის ბევრ აიათში „მუჰსინები“, ანუ საქმით კეთილი და რწმენით იჰსანის მქონენი, – ქებით მოიხსენებიან.

آية رقم 59
– მაგრამ მათ, ვინც უსამართლობდნენ, (ჩვენ მიერ დავალებული) სიტყვა შეცვალეს იმით, რაც არ ჰქონდათ დავალებული, და ვინც უსამართლოდ მოიქცა, ციდან სასჯელი ჩავუვლინეთ, ვინაიდან ურჩობდნენ.
آية رقم 60
აკი, ითხოვა მუსამ დარწყულება თავისი ხალხისა და მას ვუთხარით – დაჰკარი კლდეს შენი ჯოხითო, და მაშინვე თორმეტმა წყარომ ამოხეთქა იქიდან. ყველა გვარმა გაიგო ამგვარად – თავიანთი დასარწყურებელი ადგილი. ჭამეთ და სვით ალლაჰის მიერ ბოძებული საზრდოდან და ნუ იბოროტებთ ქვეყნად უკეთურები.
აკი, თქვით: ,,ეი, მუსა! ვეღარ მოვითმენთ ერთი და იგივე სახეობის საკვებზე ყოფნას და შენს ღმერთს შეევედრე, აღმოგვიცენოს ის, რაც მიწაზე ამოდის: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი". (მუსამ) გიპასუხათ: ,,ნუთუ გსურთ, შეცვალოთ უფრო ცუდით ის, რაც უკეთესია? (მაშ) ჩადით ქალაქში და, უეჭველად, ყველაფერია იქ თქვენთვის, რასაც ითხოვთ". (იქ კი) თავს დაატყდათ დამცირება, სიღარიბე და რისხვა ალლაჰისა, რამეთუ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავლებს. ეს ყველაფერი იმისთვის მიეზღოთ, რომ ურჩობდნენ და ზღვარგადასულობდნენ.
آية رقم 62
ჭეშმარიტად, მათთვის, ვინც ირწმუნა, და მათთვისაც, ვინც იყო იუდეველი, ნაზარეველი და საბიელი*, ვინც ირწმუნა – ალლაჰი და დღე უკანასკნელი და აკეთა სიკეთე, – სწორედ მათთვისაა ჯილდო – ღმერთთან თავიანთისა... და არც შიში ექნებათ, არცა დამწუხრდებიან (ისინი).
____________________
*საბიელნი: მუფესსირები საბიელთა ვინაობის შესახებ რამდენიმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ: ა. წიგნბოძებულთა ერთ-ერთი განშტოება ბ. ვარსკვლავთ მოთაყვანენი გ. ხალხი, რომლებიც არცერთი რელიგიის აღმსარებელნი არ იყვნენ, არც წარმართობდნენ და შენარჩუნებული ჰქონდათ სპეტაკი ბუნებაც, ანუ ,,ფიტრათი". დ. ხალხი, რომლებმაც წარსულ შუამავალთაგან რომელიმეს შარიათი შემოინახეს; ალლაჰის ერთობა და განკითხვის დღის ჭეშმარიტება სწამდათ.

آية رقم 63
აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა და მთა* აღვმართეთ თქვენს ზემოთ. მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ ის, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და გახსოვდეთ, რაცაა მასში, – იქნებ რიდი გქონდეთ.
____________________
*სინა
____________________
*სინა
آية رقم 64
მერე, პირი იბრუნეთ მაინც ამის* შემდეგ და, რომ არა ალლაჰის მადლი და წყალობა თქვენდა, – უთუოდ იქნებოდით განადგურებულთაგან.
____________________
*აღთქმის
____________________
*აღთქმის
آية رقم 65
ვფიცავ, კარგად უწყით იმათზე, რომ შაბათი* დაარღვიეს; რომ მათ ვუთხარით – საძაგელ მაიმუნებად გადაიქეცითო.
____________________
*თევზაობის აკრძალვის აღთქმა – შაბათობით
____________________
*თევზაობის აკრძალვის აღთქმა – შაბათობით
آية رقم 66
შემდეგ, სამაგალითოდ ვაქციეთ იგი მათი თანამედროვენისა და შემდგომი თაობებისთვის, ასევე, შეგონებად – ღვთისმოშიშთათვის.
آية رقم 67
აკი, თავის ხალხს უთხრა მუსამ – ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ დაკლათ ძროხაო. მათ მიუგეს: ,,ნუთუ მასხრად გვიგდებ?''. უთხრა: ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიყო უვიცთაგანიო.
آية رقم 68
მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ გაგვარკვიოს, – როგორია იგი. მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ის(ალლაჰი) ამბობს, რომ უეჭველად, იგია ძროხა: არც ხნიერი და არც დეკეული, არამედ ამათ შორის – საშუალო ხნისა. მაშ, აღასრულეთ იგი, რაც გებრძანათ".
آية رقم 69
მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ გაგვარკვიოს, – რა ფერისაა იგიო. მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ის ამბობს, რომ იგია ძროხა –ხასხასა ყვითელი ფერისა, რომელსაც შეჰხარიან მნახველნი".
آية رقم 70
მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ (უკეთ) გაგვარკვიოს – როგორია იგი, რადგანაც ბევრია ჩვენთვის იგივენაირი ძროხა და, ალლაჰი თუ ინებებს, უეჭველად, ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტ გზაზე მდგომნიო;
آية رقم 71
– მიუგო: ჭეშმარიტად, ის ამბობს, რომ იგია ძროხა: არა დამცრობილი – მიწის ხვნასა და ნათესის რწყვაში; ყოვლად უვნებელი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ლაქა არ გააჩნიაო. მათ თქვეს: ,,აი, ახლა მოხვედი ჭეშმარიტებით''. ბოლოს დაკლეს იგი, თუმცა, ცოტაც და ვეღარ შეძლებდნენ*(პოვნას).
____________________
*მახასიათებელთა ჩამონათვალი იმდენად გამრავალრიცხოვნდა, რომ ძალზე შემცირდა მსგავსი ძროხის პოვნის შესაძლებლობა, რათა დაეკლათ იგი.
____________________
*მახასიათებელთა ჩამონათვალი იმდენად გამრავალრიცხოვნდა, რომ ძალზე შემცირდა მსგავსი ძროხის პოვნის შესაძლებლობა, რათა დაეკლათ იგი.
آية رقم 72
აკი, ერთი კაცი მოკალით და მერე ერთმანეთს გადააბრალეთ, არადა, რასაც მალავდით, – ალლაჰია გამომააშკარავები.
آية رقم 73
და ვუთხარით: ,,დაკლული ძროხის ზოგიერთი ნაწილი მიცვალებულს შეახეთ"... ასე აცოცხლებს ალლაჰი მიცვალებულებს, ასე გიჩვენებთ თავის აიათებს/სასწაულებს, იქნებ გონს მოეგოთ.
آية رقم 74
მერე მაინც, – გულნი გაგიხდათ სალი კლდესავით ან კიდევ უფრო შეუღწეველი, ვინაიდან: კლდეთაგანია ის, საიდანაც მდინარეები მოჩხრიალებენ; მათგანიცაა, რანიც სკდებიან და გადმოსჩქეფენ შიგნიდან წყლები; კიდევ მათგანი, რანიც ალლაჰის შიშისგან გორვით ქვეეშვებიან... – ხოლო ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 75
ნუთუ იმედოვნებთ, რომ თქვენსას ირწმუნებენ (იუდეველნი)? უეჭველად, მათგან ერთ–ერთნი ალლაჰის სიტყვებს ისმენდნენ და, როცა გაიაზრებდნენ ხოლმე, – მას შემდგომ შეგნებულად ასხვაფერებდნენ.
آية رقم 76
და როცა მურწმუნეებს შემოხვდებიან, ამბობენ, რომ ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც ერთმანეთთან განმარტოვდებიან, ეუბნებიან: ნუთუ უამბობთ იმას, რაც ალლაჰს თქვენთვის უცნობებია, მერე თქვენი ღმერთის წინაშე რომ მოგიყვანონ მტკიცებულებად;* ნუთუ გონებას არ მოუხმობთო?
____________________
*მუნაფიყი იუდეველები, რომლებიც მორწმუნეებთან შეხვედრისას ამბობდნენ: ჩვენც თქვენსავეთ გვწამს, რომ მუჰამმედი ჭეშმარიტად ალლაჰის შუამავალიაო, ხოლო როდესაც თანამოძმეებთან განმარტოვდებოდნენ, ისინი ეუბნებოდნენ: ნუთუ უამბობთ იმას, რომ ალლაჰმა ჩვენს წმინდა წიგნში მუჰამმედის შუამავლობა წინასწარ გვაცნობა, რასაც შემდეგ თქვენს წინააღმდეგ საკამათო მტკიცებულებად გამოიყენებენ, როგორც ამ ქვეყნად, ისე – ღვთის წინაშე.

آية رقم 77
განა არ იციან, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ?!
آية رقم 78
და მათგან არიან წერა–კითხვის უცოდინარნი, რომელთაც არაფერი გაეგებათ წიგნის შესახებ, გარდა შეთხზული ამბებისა და ისინი მხოლოდ ვარაუდობენ.
آية رقم 79
ვაი იმათ, რომელნიც საკუთარი ხელებით წერენ წიგნს და მერე ამბობენ, ალლაჰისგანააო, რათა მცირე საფასურად გაყიდონ იგი. ვაი იმათ იმისთვის, რაც დაწერეს მათმა ხელებმა და ვაი იმათ იმისთვის, რაც ასე მოიხვეჭეს.
آية رقم 80
და თქვეს: ,,ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა გათვლილი დღეებისა". უთხარი: ,,ხომ არ აგიღიათ აღთქმა ალლაჰისგან? – ალლაჰი ხომ არ გადავა თავისი აღთქმიდან, არავითარ შემთხვევაში, – თუ, ალლაჰის შესახებ იმას ამტკიცებთ, რაც თქვენ არ იცით?".
آية رقم 81
– პირიქით! ვინც სიავენი მოიხვეჭა და ვინაც ცოდვებმა გარემოიცვა, აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
آية رقم 82
ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, აი, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
آية رقم 83
აკი, აღთქმა ავიღეთ ისრაელის მოდგმისგან, რომ არავის ეთაყვანოთ გარდა ალლაჰისა, სიკეთე უკეთეთ მშობლებს, ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს, ტკბილად ესაუბრეთ ხალხს,ნამაზი აღასრულეთ და ზექათი გაეცით. თქვენ კი შემდეგ პირი იბრუნეთ მაინც, გარდა მცირედნისა; თქვენ სულ ზურგშექცეულნი ხართ.
آية رقم 84
აკი, აღთქმა ავიღეთ თქვენგან, რომ არ დაღვაროთ ერთმანეთის სისხლი და არ გაყაროთ ერთმანეთი საკუთარი სახლებიდან. ეს ყველაფერი შემდეგ აღიარეთ და თქვენვე მოწმობთ ამაზე.
ამის შემდეგ, თქვენ ერთმანეთს ხოცავთ მაინც და აძევებთ საკუთარი სახლებიდან ზოგიერთს და ზურგს უმაგრებთ მათ წინააღმდეგ ერთმანეთს, მტრობითა და ბოროტებით. და თუ ტყვეებად მოგივიდნენ, გამოსასყიდს ითხოვთ მათგან, არადა მათი გაძევება აკრძალული გქონდათ თქვენ. ნუთუ წიგნის ნაწილი გწამთ და ნაწილს უარყოფთ? და რა იქნება საზღაური, რომელი თქვენგანიც ამას სჩადის, თუ არა დამცირება ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, და განკითხვის დღესაც უმკაცრეს სასჯელს მიეცემიან, რადგან ალლაჰი არაა უგულისყურო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 86
ეგენი არიან, ვინც ამქვეყნიური ცხოვრება იყიდეს იმ ქვეყნის ფასად. ამიტომ არ შეუმსუბუქდებათ მაგათ სასჯელი და არც დახმარება გაეწევათ.
آية رقم 87
და, რა თქმა უნდა, – მუსას მივეცით წიგნი და შემდეგ მივადევნეთ შუამავლები. ცხადი მტკიცებულებანი ვუბოძეთ მერიემის ძე ‘ისასაც და წმინდა სულით* განვამტკიცეთ იგი. განა ყოველთვის, როცა მოგდიოდათ შუამავალნი ისეთი გზავნილებით, რაც იყო მოუწონარი თქვენი გემოვნებისთვის, – თქვენ არ მედიდურობდით და მათგან ნაწილს ცრუდ არ რაცხავდით და ნაწილს არ ხოცავდით?
____________________
*ორიგინალი – „რუჰუ’ლ-ყუდუს“ (روح القدس): ისლამის თეოლოგები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გადმოგვცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულიხმება ამ სიტყვით. მუფესსირთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ჯიბრილ მთავარანგელოზი. იბნი აბბასისა და სად ბინ ჯუბეირის აზრით, ეს უზენაესი ალლაჰის ყველაზე მთავარი სახელია (اسم الأعظم), რითაც ‘ისა შუამავალი მიცვალებულებს აცოცხლებდა და ხალხს სხვადასხვა საოცრებებს აჩვენებდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს იყო ინჯილი (სახარება), რაც ‘ისა შუამავლის სულს წარმოადგენდა, როგორც ყურანი იყო მუჰამმედ შუამავლის ﷺ სული, რადგანაც ყურანი მუდამ ხარობდა მის გულში. ასევე ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ესაა იმანი (რწმენა), რითაც უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აძლიერებს. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი და თეისირუ’ლ-ქერიიმი’ლ-მენნან ფიი თაფსიირი’ლ-ყურაან.

آية رقم 88
და თქვეს: ჩვენს გულებს ადევს საფარველიო. – პირიქით, ალლჰამა თავიანთი ურწმუნოების გამო დასწყევლა და, აი, – უმცირესია, რასაც ისინი რწმუნობენ.
آية رقم 89
და როცა მათთან არსებულის (თევრათის) დამამოწმებელი წიგნი (ყურანი) მიუვიდათ ალლაჰისგან, – უარჰყვეს იგი, არადა მანამდე დახმარებას ელოდნენ* ურწმუნოთა წინააღმდეგ. როცა მიუვიდათ ის, რასაც უკვე (თევრათიდან) იცნობდნენ, – აღარ ირწმუნეს და, ალლაჰის წყევლა ურწმუნოებს, – ამიტომ!
____________________
*მომავალი შუამავლისგან, ამ წიგნით
____________________
*მომავალი შუამავლისგან, ამ წიგნით
آية رقم 90
რაოდენ ცუდია ის, რის გამოც თავიანთი სულები გაყიდეს: შურდათ, რომ ალლაჰი თავის მადლს ჩამოავლენს იმ მსახურებზე, ინებებს ვისზეც, – და არ ირწმუნეს ის, რაც ჩამოავლინა, რის გამოც რისხვაზე რისხვა* დაიმსახურეს... და ურწმუნოთათვისაა სასჯელი დამამცირებელი.
____________________
*იბნი აბბასმა და მუჯაჰიდმა თქვეს: პირველი რისხვა მაშინ დაიმსახურეს, როდესაც თევრათში ცვლილებები შეიტანეს, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი და ყურანი უარყვეს. ყათადემ თქვა: პირველი რისხვა მაშინ დაიმსახურეს, როდესაც ‘ისა და ინჯილი უარყვეს, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი და ყურანი უარყვეს. სუდდიმ თქვა: პირველი იყო, როდესაც ხბოს დაუწყეს თაყვანისცემა, ხოლო მეორე მაშინ, როდესაც მუჰამმედი უარყვეს. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი.

آية رقم 91
– და როდესაც უთხრეს, ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, მიუგეს: გვწამს ის, რაც ჩვენზეა ჩამოვლენილიო და, მის გარდა სხვა დანარჩენს – უარყოფენ. არადა ის (ყურანი) მათთან არსებულის დამამოწმებელი ჭეშმარიტებაა. უთხარი: მაშ, რად ხოცავდით ალლაჰის მაცნეებს, თუკი იყავით (თევრათის) მორწმუნენი?
آية رقم 92
ჭეშმარიტად, მუსა მოვიდა თქვენთან ცხადი მტკიცებულებებით, მერე კი ხბო დაიდგინეთ კერპად მას შემდეგ* და გახდით უსამართლონი.
____________________
*მისი არყოფნის დროს
____________________
*მისი არყოფნის დროს
آية رقم 93
აკი, ავიღეთ აღთქმა თქვენგან და აღვმართეთ მთა (სინასი) თქვენს ზემოთ; (გიბრძანეთ რომ:) – მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და შეისმინეთ. მათ თქვეს – გვესმა და ვეურჩეთო, რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს თაყვანისცემით ჰქონდათ გულები გაჟღენთილნი. უთხარი: ,,რა ცუდია ის, რასაც თქვენი რწმენა გიბრძანებთ, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი".
آية رقم 94
უთხარი: ,,თუკი ალლაჰთან, სხვა ხალხის გარეშე, – (მხოლოდ) თქვენთვისაა განკუთვნილი იმქვეყნიური სამკვიდრებელი*, მაშინ სიკვდილი ისურვეთ, თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი".
____________________
*სამოთხე
____________________
*სამოთხე
آية رقم 95
– მაგრამ ამას არასოდეს ისურვებენ იმის გამო, რაც უკვე ჩაუდენიათ მათ ხელებს... ალლაჰი იცნობს უსამართლოებს.
آية رقم 96
ვფიცავ, უთუოდ ჰპოვო ეგენი, – სიცოცხლის მიმართ ყველაზე დახარბებულნი, იმ ხალხზე ჭარბადაც კი, რომლებიც ღმერთს უთანაზიარებენ*. ყოველ მათგანს სურს, ათასი წელი იცოცხლოს, თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლეც ვერ განარიდებს მათ სასჯელისგან. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.
____________________
*ერთადერთი ღმერთის გარდა სხვა არსებასაც აღმერთებენ
____________________
*ერთადერთი ღმერთის გარდა სხვა არსებასაც აღმერთებენ
آية رقم 97
უთხარი იმას, ვინცა მტერია ჯიბრილისა, – რომ ჭეშმარიტად, ალლაჰის ნებით მან (ჯიბრილმა) ჩამოავლინა იგი* შენს გულზე: დამამოწმებლად იმისა, რაც იყო ადრე; ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და ხარებად მორწმუნენისა.
____________________
*წმ.ყურანი
____________________
*წმ.ყურანი
آية رقم 98
– ვინცა მტერია ალლაჰისა, მისი ანგელოზებისა, (მისი) შუამავლებისა, ჯიბრილისა და მიქაილისა, – უეჭველად, ალლაჰიც მტერია ურწმუნონისა.
آية رقم 99
ჭეშმარიტად, ჩვენ ჩამოგივლინეთ ნათელი აიათები/სასწაულები და მათ არავინ უარყოფს, გარდა უღირსებისა.
آية رقم 100
როდესაც აღთქმას დადებდნენ, ნაწილი მათი მუდამ არღვევდა; უფრო მეტიც, – უმრავლესობას არა სწამს.
آية رقم 101
და როცა მიუვიდათ მათ ალლაჰისგან შუამავალი, – იმის დამამოწმებელი, რაც იყო მათთან (თევრათი), – მათმა ნაწილმა, ვისაც (ეს) წიგნი ებოძა, – ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი, ვითომც არ იცოდნენ (მისი შინაარსი)*.
____________________
*თითქოს არ იცოდნენ – თევრათში/თორაში რომ მუჰამმედის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველები.
____________________
*თითქოს არ იცოდნენ – თევრათში/თორაში რომ მუჰამმედის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველები.
– და გაჰყვნენ იმას, რასაც უყვებოდნენ სატანები სულეიმანის სამეფოს შესახებ. – სულეიმანი კი არ ყოფილა ურწმუნო (ჯადოსანი), – სატანები იყვნენ ურწმუნონი. ისინი ხალხს ასწავლიდნენ ჯადოსნობასა და იმას, რაც ორ ანგელოზს – ჰარუთსა და მარუთს ჩამოევლინათ ბაბილონში. ეს ორნი არ ასწავლიდნენ ისე არავის, თუ არ ეტყოდნენ, რომ ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ საცდურად და (ჯადოსნობის შესწავლით) ნუ იქცევით ურწმუნოებადო. ხალხი მათგან იმას სწავლობდა, რაც გააშორებდა კაცს თავისი ცოლისგან. – ვერავის ავნებდნენ ამით ისინი, რომ არა – ნება ალლაჰისა. ისინი სწავლობდნენ იმას, რაც მავნე იყო მათთვის და არ ყოფილა სარგებლის მომტანი. ვფიცავ, მათ იცოდნენ, რომ ამას* ვინც შეიძენდა, არანაირი ხვედრი არ ერგებოდა მას იმქვეყნად. ნეტა სცოდნოდათ, თუ რა ცუდია ის, რის სანაცვლოდაც გაყიდეს სულები, თავიანთი;
____________________
*ამგვარ ცოდნას
____________________
*ამგვარ ცოდნას
آية رقم 103
ნეტა სცოდნოდათ, რომ რწმენა და რიდი თუ ექნებოდათ, – ალლაჰის წინაშე დამსახურებული მადლი უთუოდ უკეთესია.
آية رقم 104
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, აღარ წარმოთქვათ სიტყვა „რა’ინაა“ (დაგვმწყემსე), არამედ თქვით – „უნზურნაა“* (შემოგვხედე და ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინე) და შეისმინეთ, ხოლო ურწმუნოთათვის – მწარე სასჯელია.
____________________
*სიტყვა „რა’ინაა“ (رعنا) წარმოებულია „რა’ა“ (رعى) ფუძიდან, რაც მზერის მიპყრობას, მზრუნველობას, ყურადღებასა და მომწყემსვას ნიშნავს. ასევე, სიტყვა „უნზურნაა“ (انظرنا) წარმოებულია „ნაზარა“ (نظر) ფუძისგან, რაც შეხედვას, მზერის მიპყრობასა და ლოდინს ნიშნავს. გადმოცემების თანახმად, თავდაპირველად, როდესაც საჰაბეები შუამავალთან მიდიოდნენ და მას სთხოვდნენ, რომ ყურადღება მათკენ მიეპყრო, – ისინი მიმართავდნენ სიტყვით „რა’ინაა.“ ეს სიტყვა მედინაში მცხოვრებ იუდეველთა ენაზე ან მათში გავრცელებულ არაბულ დიალექტზე ცუდი მნიშვნელობით გამოიყენებოდა და ამგვარად, მათ გაუჩნდათ მუჰამმედ შუამავლის ﷺ აშკარად ლანძღვის საშუალება, რომელსაც მანამდე ფარულად აკეთებდნენ. ისინი მას მიმართავდნენ სიტყვით „რა’ინაა“ და ჩუმად ხითხითებდნენ. ამიტომ უზენაესმა ალლაჰმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეს სიტყვა აღარ გამოეყენებინათ და მის ნაცვლად მისი სინონიმით – „უნზურნაა“ – თი მიემართათ შუამავლისთვის.

آية رقم 105
არ ისურვებენ ისინი, ვინც არ ირწმუნა წიგნბოძებულთაგან* და არც წარმართნი, რომ თქვენზე სიკეთე ჩამოევლინოს თქვენი ღმერთისგან. ალლაჰი კი მხოლოდ მას მიაკუთვნებს თავის წყალობას, ვისაც მოისურვებს. – ალლაჰია მფლობელი უდიდესი წყალობისა.
____________________
*ორიგინალი – „აჰლი’ლ-ქითააბ“ (اهل الكتاب): ამ ტერმინში იგულისხმება ხალხი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ყურანზე ადრე ჩამოვლენილი ღვთიური წერილებით. ესენი არიან იუდეველები და ქრისტიანები: იუდეველები – თევრათის ანუ თორას, ხოლო ქრისტიანები ინჯილის ანუ სახარების ხალხი არიან. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ღვთიურწიგნბოძებულთა ხალხის რიცხვში შედიან საბიელებიც

آية رقم 106
რომელ აიათსაც ვაუქმებთ/ვცვლით* ან ვავიწყებინებთ, ჩვენ მოგვაქვს ხოლმე იმის სწორი ან მასზე უკეთესი. განა არ იცოდი, რომ ალლაჰი ნამდვილად ყოვლისშემძლეა?!
____________________
*ქრონოლოგიურად, შემდგომ ჩამოვლენილი აიათი შესაძლებელია უფრო ადრე ჩამოვლენილი აიათის ბრძანებას ან აკრძალვას აუქმებდეს, ან კიდევ ახალი დადგენილებით ცვლიდეს. ამ პროცესს „ნასხი“ (نسخ) ეწოდება. არსებობს გამაუქმებელი/შემცვლელი „ნასიხი“ (ناسخ) და გაუქმებულ/შეცვლილი „მანსუხი“ (منسخ) აიათები. უზენაესი ალლაჰი კაცობრიობის სოციალურ-კულტურული განვითარებისა და ამ განვითარების შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების შესაბამისად ახალ შუამავლებასა და წიგნებს აგზავნიდა, რომლებიც წინანდელ ბრძანებებსა და დადგენილებებს აუქმებდნენ ან ცვლიდნენ. წმინდა ყურანის ჩამოვლენის დროსაც ზოგიერთ აიათში მოცემული ბრძანებების ან აკრძალვების ახალი აიათებით შეცვლა/გაუქმება ხდებოდა. ასეთი აიათების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ძირითადად ჰალალ-ჰარამს და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება. „ნასიხ-მანსუხი“ არ შეხებია ისეთ აიათებს, რაზეც ისლამის მრწამსია აგებული.

آية رقم 107
განა არ იცი, რომ მართლაც ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის ხელმწიფება? – ასე რომ, არავინაა თქვენი ქომაგი და დამხმარე, გარდა ალლაჰისა.
آية رقم 108
ან იქნებ გსურთ, რომ (უადგილო და ფუჭი) კითხვები დაუსვათ თქვენს შუამავალს ისე, – უწინ რომ მუსას ეკითხებოდნენ? – უთუოდ, სწორ გზას ასცილდეს იგი, ვინც რწმენა გაცვალოს ურწმუნოებაში.
آية رقم 109
ბევრია მსურველი წიგნბოძებულთაგან, რომ თქვენი რწმენის შემდგომ (ისევ) ურწმუნოებად უკუგაქციონ, თავიანთ სულებში დამკვიდრებული შურის გამო – ჭეშმარიტება რომ გაუცხადდათ. მაშ, მიუტევეთ და განერიდეთ, ვიდრე არ მოვა ბრძანება ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
آية رقم 110
შეასრულეთ ნამაზი, გაეცით ზექათი და, თქვენი სულებისთვის რა სიკეთესაც წინასწარ გაიმზადებთ, – იმასვე ჰპოვებთ ალლაჰის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 111
და თქვეს: ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინცაა იუდეველი ან ნაზარეველიო. ეს მხოლოდ ოცნებაა მათი. უთხარი: ,, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ, მაშ, მოიტანეთ ცხადი მტკიცებულებანი''.
آية رقم 112
პირიქით: – მისთვის, ვინც ალლაჰს დაუმორჩილა მთელი თავისი პიროვნულობა და ვინც თავად არს კეთილმოქმედი, – სწორედ მისთვისაა ჯილდო თავისი ღმერთის წინაშე და არც შიში ექნება, არცა მწუხარება.
آية رقم 113
არანაირ ჭეშმარიტებას არ ადგანან ნაზარეველნიო, – თქვეს იუდეველებმა; არანაირ ჭეშმარიტებას არ ადგანან იუდეველნიო, – თქვეს ნაზარეველებმაც. არადა ისინი (ღვთიურ) წიგნს კითხულობენ (სადაც მსგავსი არაფერი უწერიათ) და, მათი სიტყვის მსგავსად იმათმა თქვეს, – რომელთაც არაფერი იციან (ღვთიური წიგნების შესახებ ცოდნა არ მიუღიათ)... და განკითხვის დღეს ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც უთანხმოებდნენ.
آية رقم 114
ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, რომელიც აბრკოლებს სამლოცველოებში, რომ იქ ალლაჰის სახელი იხსენიებოდეს და მიილტვის მათ დასაქცევადაც. ეგენი სხვანაირნი ვერ უნდა შედიოდნენ მასში, თუ არა შიშით შეპყრობილნი და, მათთვისაა: ამქვეყნად დამცირება და იმქვეყნად – სასჯელი უდიდესი.
آية رقم 115
ალლაჰისაა აღომსავლეთიცა და დასავლეთიც და, საითკენაც მიმობრუნდებით, – იქ ჰპოვებთ (კმაყოფილ) სახეს ალლაჰისა, ჭეშმარიტად, – ალლაჰია ყოვლისმცოდნე, უუხვესწყალობიანი.
آية رقم 116
და თქვეს: ალლაჰმა შვილი იყოლიაო. ის ყოვლად უნაკლოა*! – პირიქით, – მისია ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე; მას უდრეკს ქედს ყოველივე;
____________________
*ის არის სრულყოფილი და გამორიცხულია, რომ შვილის ყოლა ან სხვა რამ ესაჭიროებოდეს.
____________________
*ის არის სრულყოფილი და გამორიცხულია, რომ შვილის ყოლა ან სხვა რამ ესაჭიროებოდეს.
آية رقم 117
– გამჩენელია ცათა და დედამიწისა და რის ქმნასაც გადაწყვეტს, მას მხოლოდ ეტყვის – „იყავ“ და მაშინვე იქნება.
آية رقم 118
და თქვეს მათ, რომელთაც არაფერი იცოდნენ: ჩვენ დაგვლაპარაკებოდა ალლაჰი ან ერთი აიათი მაინც მოგვსვლოდაო. მათზე ადრე მყოფნიც ასე ამბობდნენ, ამგვარი სიტყვებით, და მათი გულებიც – ერთმანეთს დაემსგავსნენ... – მართლაც ნათელვყავით ჩვენ აიათები – ღრმადმორწმუნე ხალხისათვის.
آية رقم 119
უეჭველად, ჩვენ წარგაგზავნეთ შენ ჭეშმარიტებით, – ხარებადა და გაფრთხილებად და, არ მოგეკითხება შენ – ცეცხლის ბინადართა შესახებ.
آية رقم 120
არც იუდეველნი და არც ნაზარეველნი არ იქნებიან შენით კმაყოფილნი, – ვიდრე იმათ რჯულს არ გაჰყვები. უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი". ვფიცავ, თუკი დაჰყვები იმათ გემოვნებას მას შემდეგ, რაც ცოდნა* მოგივიდა, – არ გეყოლება შენ ალლაჰისგან არცა ქომაგი, არცა დამხმარე.
____________________
*ყურანი
____________________
*ყურანი
آية رقم 121
იმათ, – ვისთვისაც წიგნი გვიბოძებია და ღირსეული კითხვით კითხულობენ მას, – სწორედ იმათ სწამთ მისი, ხოლო რომელნიც უარყოფენ, – ეგენი არიან წაგებულნი.
آية رقم 122
ეი, მოდგმავ ისრაელისა! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, როცა მე თქვენ სამყაროთა* წინაშე გამოგარჩიეთ.
____________________
*იმდროინდელისა
____________________
*იმდროინდელისა
آية رقم 123
და რიდი გქონდეთ იმ დღისა, როცა სული სხვა სულს ვერაფერში ემაგივრება, არც მისი შუამდგომლობა მიიღება, არცა სადამხსნელო და ვერც სხვისგან მიიღებს დახმარებას.
آية رقم 124
აკი, ზოგი სიტყვით/ბრძანებით გამოსცადა იბრაჰიმი თავისმა ღმერთმა და მანაც შეასრულა ისინი. ღმერთმა უთხრა: ჭეშმარიტად, მე შენ დაგადგენ ხალხის წინამძღვრადო. იბრაჰიმმა უთხრა (სთხოვა) – ჩემი შთამომავლებიდანაცო (დაადგინეო). ღმერთმა მიუგო: ,,ჩემი აღთქმა არ ეხება უსამართლოთ".
آية رقم 125
აკი, ეს სახლი (ქააბა) ხალხის თავშეყრისა და უსაფრთხოების ადგილად დავადგინეთ, მაშ, იბრაჰიმის ნადგომიდან* დაიდგინეთ სამლოცველო. და ჩვენ დავავალეთ იბრაჰიმსა და ისმა’ილს, რომ ჩემი სახლი განეწმინდათ(კერპებისგან) იმათთვის, ვინც ტავაფს** აკეთებს, ღვთისმასუხებას მიეცა ან რუქუღითა და სეჯდეთია დაკავებული.
____________________
*ორიგინალი – „მაყაამუ იბრაჰიიმ“ (مقام ابراهيم): მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, ეს არის ლოდი, რომელსაც იბრაჰიმ შუამავალი عليه السلام ქააბას კედლების მშენებლობის დროს შემოსადგომად იყენებდა. დღეს ეს ადგილი ქააბას გვერდით საგანგებო ნიშნითაა აღნიშნული და მომლოცველები იქ დადგომასა და ლოცვას ცდილობენ. სხვა ვერსიის თანახმად, სავარაუდოდ, აქ იგულისხმება მთელი მესჯიდი ჰარამის ტერიტორია და ჰაჯობის ღვთისმსახურების შესასრულებელი სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა არაფატი, მუზდელიფა, ჯამარათი, საფა-მერვა და სხვა.
**ორიგინალი – „ტავაფ“ (طواف): ქააბას გარშემოვლის რიტუალი. სუნნეთის თანახმად, ტავაფი ქააბას იმ კუთხიდან იწყება, სადაც ჰაჯერუ’ლ-ასვადიდია ჩატანებული და სულ შვიდი შემოვლა კეთდება.

آية رقم 126
აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო, აქციე ეს (მექქა) უსაფრთხო ქალაქად და მისი მკვიდრნი ასაზრდოვე (სხვადასხვა) ხილეულით, ისინი, ვინც ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს ირწმუნებენო. ღმერთმა მიუგო: მცირედით* იმათაც ვასარგებლებ, რომელთაც (რწმენა) უარყვეს, მერე კი ცეცხლის სასჯელში შესვლას ვაიძულებ... და რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
____________________
*ურწმუნოებიც საზრდოობენ ღვთისაგან ნაბოძები ამქვეყნიური სარჩოთი, თუმცა ეს საზრდო ძალზე მცირედია, ვიდრე იმქვეყნიური სამოთხის უდიდესი წყალობანი.
____________________
*ურწმუნოებიც საზრდოობენ ღვთისაგან ნაბოძები ამქვეყნიური სარჩოთი, თუმცა ეს საზრდო ძალზე მცირედია, ვიდრე იმქვეყნიური სამოთხის უდიდესი წყალობანი.
آية رقم 127
აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი რომ სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან, – ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეო.
آية رقم 128
ღმერთო ჩვენო! დაე, გვამყოფე (ჩვენ ორნი) შენდა მორჩილნად/მუსლიმებად და შენდამი მორჩილი/მუსლიმი ამყოფე თემი – ჩვენი შთამომავლებისაც, გვიჩვენე ჩვენი მოვალეობები და მოგვიტევე ჩვენ, ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი და მწყალობელი.
آية رقم 129
ღმერთო ჩვენო! წარგზავნე მათთან შუამავალი მათივე წრიდან, ვინც წაუკითხავს შენს აიათებს, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს* და განწმინდავს მათ. ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენთა ბრძენი.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ჰიქმეთ“ (الحكمة): მისი პირდაპირი შესატყვისია სიბრძნე. სწავლულთა შორის რამდენიმე განსხვავებული აზრი სუფევს ჰიქმეთის რაობასთან დაკავშირებით: 1. ყურანიდან, დოგმატიკის შემცველი აიათების გარდა დანარჩენი აიათები, რომლებიც რელიგიურ და ამქვეყნიურ თემებთან დაკავშირებით სასარგებლო ცნობებს შეიცავენ. 2. ჰიქმეთი არის სუნნეთი 3. ვაჰის გაგებისა და პრაქტიკაში გატარების უნდარი 4. შუამავლისთვის დამახასიათებელი აზროვნებისა და განსჯის უნარი 5. შარიათისეული დადგენილებების ცოდნა და ყველაფრისათვის შესაბამისი ადგილისა და თანრიგის მინიჭება.

آية رقم 130
და ვინ განუდგა იბრაჰიმის რჯულს, თუ არა ის, ვინც უგუნურად მოექცა სულს თავისივეს? ვფიცავ, ჩვენ ის* ამქვეყნად ამოვარჩიეთ და უსათუოდ, ის იმქვეყნადაც სათნოთაგანია.
____________________
*იბრაჰიმი
____________________
*იბრაჰიმი
آية رقم 131
აკი, მას უთხრა თავისმა ღმერთმა: იყავი მორჩილიო/მუსლიმიო. მან მიუგო: მორჩილი/მუსლიმი ვარ სამყაროთა ღმერთისაო.
آية رقم 132
ამითვე დაარიგა თავისი შვილები იბრაჰიმმა და ია’ყუბმაც: ,,ეი, ჩემო ძენო! ჭეშმარიტად, თქვენთვის ალლაჰმა (ისლამის) რჯული ამოარჩია, დაე, ნუ მოკვდებით ისე, რომ თქვენ არ იყოთ მუსლიმები/მორჩილები".
آية رقم 133
ნუთუ მოწმენი იყავით,* როცა სიკვდილი ეწვია ია'ყუბს? – როდესაც უთხრა თავის შვილებს – ვის ეთაყვანებით ჩემს შემდეგო? (მათ) მიუგეს: ჩვენ (მხოლოდ) შენს ღმერთს ვეთაყვანებით, – ღმერთს შენი მამა-პაპისა, იბრაჰიმის, ისმა’ილის და ისჰაყისა; – ღმერთს ერთადერთისა, და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმნი ვართო.
____________________
*აიათი ჩამოევლინა იუდეველთა პასუხად, როდესაც ისინი მუჰამმედ შუამავალს ﷺ ეუბნებოდნენ: ნუთუ შენ არ იცი, ია’ყუბი რომ იუდეველი იყო და თავის შვილებსაც იგივე უანდერძაო.
____________________
*აიათი ჩამოევლინა იუდეველთა პასუხად, როდესაც ისინი მუჰამმედ შუამავალს ﷺ ეუბნებოდნენ: ნუთუ შენ არ იცი, ია’ყუბი რომ იუდეველი იყო და თავის შვილებსაც იგივე უანდერძაო.
آية رقم 134
ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
آية رقم 135
და თქვეს: ,,იყავით იუდეველნი ან ნაზარეველნი, რომ დაადგეთ გზას ჭეშმარიტებისა". უთხარი: – პირიქით, – (უნდა იყო) ჰანიფი*, იბრაჰიმის რჯულის მიმდევარი! ის არ ყოფილა წარმართთაგანიო.
____________________
*ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისგან და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
____________________
*ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისგან და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
آية رقم 136
უთხარით: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც, ჩვენზე ჩამოევლინა, ასევე, რაც იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და (მის) შთამომავლობას ჩამოევლინა, რაც მუსასა და ‘ისას მიეცათ, ასევე, რაც მაცნეებს მიეცათ – თავიანთი ღმერთისაგან; მათგან არცერთს არ განვასხვავებთ და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმები ვართო.
آية رقم 137
თუ ისე ირწმუნეს, როგორც თქვენა გწამთ მისი, მაშინ ნამდვილად ჭეშმარიტ გზას დასდგომიან, ხოლო თუ პირი იბრუნეს, უეჭველად, დიდ ცილობაში იქნებიან. იმათ წინაშე – შენთვის ალლაჰი საკმარისია, რამეთუ ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე.
آية رقم 138
ალლაჰის საღებავი*... – აბა, ვინაა საღებავის მფლობელი – მჯობნი ალლაჰისაზე? და ჩვენ ვართ – მისი მოთაყვანენი.
____________________
*იბნი აბბასი ამბობს: ეს არის ალლაჰის სარწმუნოება, რომელიც ალლაჰმა მოიხსენია, როგორც „საღებავი“, რადგანაც მორწმუნეს იოლად შეემჩნევა სარწმუნოების კვალი ისე, როგორც სამოსს შეემჩნევა საღებავის კვალი. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი.

آية رقم 139
უთხარი: ნუთუ ალლაჰის (და მისი რჯულის) შესახებ გვეკამათებით, ის ხომ ჩვენი და თქვენი ღმერთია? ჩვენია ჩვენი ნამოქმედარი და თქვენი – თქვენი ნამოქმედარი, ხოლო ჩვენ – მისი ერთგულნი ვართო.
آية رقم 140
იქნებ ამბობთ, რომ იბრაჰიმი, ისმა’ილი, ისჰაყი, ია’ყუბი და (მისი) შთამომავლები – იუდეველნი ან ნაზარეველნი იყვნენ? უთხარი: ,,თქვენ უკეთ იცით თუ ალლაჰმა"? ვინაა იმაზე უსამართლო, ვინცა მოწმობა დამალა, რომელიც ალლაჰისგან იყო მასთან? ხოლო ალლაჰი არაა უგულისყურო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 141
ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
آية رقم 142
ხალხთაგან ჭკუასუსტნი იტყვიან: რამ შეაბრუნა ისინი თავიანთი ყიბლისგან,* რომლისკენაც იყვნენ მიმართულნი?** მიუგე: ,,ალლაჰისაა აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც; ვისაც მოისურვებს, მას დააკვალიანებს გზისკენ – ჭეშმარიტი".
____________________
*ორიგინალი – „ყიბლა“ (قبلة): ლოცვის მიმართულება; მუსლიმთა ლოცვის მიმართულება – ქააბას წმინდა სამლოცველოა.
**ალლაჰის შუამავალი ﷺ თავისი მქადაგებლური მისიის პირველ წლებში მექქაში ყოფნისას ნამაზის აღსასრულებლად ისე დგებოდა, რომ ქააბაც და იერუსალიმში მდებარე აყსას მეჩეთიც მის წინ ყოფილიყო, ხოლო მედინაში გადასახლების (ანუ ჰიჯრეთის) შემდეგ 16–17 თვის განმავლობაში – აყსას მეჩეთის მიმართულებით ლოცულობდა. ჰიჯრეთის მეორე წელს ჩამოვლენილი აიათების საფუძველზე კი მუსლიმთა ყიბლად (ანუ ლოცვის მიმართულებად) ქააბას წმინდა მეჩეთი განისაზღვრა.

آية رقم 143
და ამგვარად, ზომიერ თემად გაქციეთ, რათა მოწმენი იყოთ ხალხის შესახებ და შუამავალიც – თქვენს შესახებ იყოს მოწმე. სხვა არაფრისთვის დაგვიდგენია ის ყიბლა, რომლისკენაც იყავით მიმართულნი, – თუ არა იმისთვის, რომ ნათელგვეყო*: ვინ დამყოლია შუამავლისა და ვინ – უკან მიბრუნდა, თავისივე ქუსლების მიმრთულებით (ურწმუნოებაში). დიდი სირთულეა იგი უთუოდ, თუმცა არა იმათთვის, ვინაც ალლაჰმა ჭეშმარიტი გზით დააკვალიანა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენს რწმენას,** ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია.
____________________
*უზენაესი ალლაჰისთვის წინასწარ ნათელყოფილია ყოველივე, ვიდრე მოხდებოდეს, თუმცა ამ ცოდნის გამო არავინ მიიღებს სასჯელს ან ჯილდოს, ვიდრე თვითონ ადამიანი არ მოიყვანს სისრულეში იმ კერძო მოქმედებას, რაზეც სასჯელი ან ჯილდოა გათვალისწინებული. აქ იგულისხმება ამ კერძო საქმის სისრულეში მოყვანა და წინასწარი ცოდნის დადასტურება, რაც სასჯელის ან ჯილდოს აუცილებლობას გამოიწვევს.
**იგულისხმება აყსას მეჩეთის მიმართულებით შესრულებული ნამაზები.

آية رقم 144
რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ შენი სახის ზეცისკენ მიმობრუნებას და, რაღა თქმა უნდა, – მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, რომლითაც კმაყოფილი იქნები. მაშ, აწი სახე მესჯიდი ჰარამისკენ* მიაქციე; სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, – (ლოცვის დროს) თქვენი სახეები მისი მიმართულებით მიაპყარით! და ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ, ზუსტად უწყიან, რომ ეს**უზუსტესი ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან, ხოლო ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ.
____________________
*ორიგინალი – „მესჯიდ ალ-ჰარამ“ (مسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – იგულისხმება ქააბას წმინდა სამლოცველო.
**ყიბლას შეცვლა
____________________
*ორიგინალი – „მესჯიდ ალ-ჰარამ“ (مسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – იგულისხმება ქააბას წმინდა სამლოცველო.
**ყიბლას შეცვლა
آية رقم 145
და ვფიცავ, ყველა მტკიცებულება რომც აჩვენო, მაინც არ მიჰყვებიან შენს ყიბლას წიგნბოძებულნი*; არც შენა ხარ მათი ყიბლის მიმყოლი; არც ერთმანეთის ყიბლას მიჰყვებიან ისინი; ვფიცავ, თუკი აჰყვები იმათ გემოვნებას იმის შემდეგ, რაც უკვე ცოდნით აღიჭურვე, მაშინ, უთუდ, შენ იქნები უსამართლოთაგანი.
____________________
*იუდეველნი და ნაზარეველნი
____________________
*იუდეველნი და ნაზარეველნი
آية رقم 146
ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას*, როგორც საკუთარ შვილებს იცნობენ. უეჭველად, მათგან ზოგიერთი შეგნებულად მალავს ჭეშმარიტებას.
____________________
*მუჰამმედს ﷺ; მის შუამავლობას.
____________________
*მუჰამმედს ﷺ; მის შუამავლობას.
آية رقم 147
ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა და არ იყო იმათგანი, ვინც ორჭოფობს.
آية رقم 148
ყველას თავისი მხარე (ყიბლა) აქვს, რომლისკენაც სახეს მიაქცევს. მაშ, სიკეთისყოფაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს. ყველას ერთად შეგკრებთ ალლაჰი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ; – ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
آية رقم 149
სადაც არ უნდა გახვიდე (გზაში მყოფმა), სახე მიმართე მესჯიდი ჰარამისკენ (ლოცვისას), – უეჭველად, ჭეშმარიტებაა იგი შენი ღმერთისგან და ალლაჰიც – უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 150
სადაც არ უნდა გახვიდე (გზაში მყოფმა), სახე მიმართე მესჯიდი ჰარამის მხარეს (ლოცვისას) და სადაც არ უნდა იყოთ, – მისკენ მიაქციეთ თქვენი სახეები, რათა (საკამათო) საბაბი აღარ ჰქონდეს ხალხს თქვენს წინააღმდეგ, გარდა იმათი, ვინც მათ შორის უსამართლოა, და არ შეუშინდეთ მათ, (მხოლოდ) ჩემი გეშინოდეთ, რათა სრულვყო ჩემი წყალობა თქვენდამი... და იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ.
آية رقم 151
– როგორც წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავლად ერთ–ერთი თქვენგანივე, რომელიც გიკითხავთ ჩვენს აიათებს, გწმენდთ (ყოველგვარი უკეთურებისგან) და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, – გასწავლით იმას, რაც არ იცოდით.
آية رقم 152
ﯨﯩﯪﯫﯬﯭ
ﯮ
მაშ, გამიხსენეთ და გაგიხსენებთ; მემადლიერეთ და არ მეუმადუროთ!
آية رقم 153
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოთმინებითა და ნამაზით ეძიეთ ღვთისშემწეობა; – ნამდვილად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა.
آية رقم 154
და ნუ მოიხსენიებთ მკვდრებად იმათ, ვინც ალლაჰის გზაზე დაიღუპნენ. პირიქით, ისინი ცოცხლები არიან, თუმცა თქვენ ვერ გააცნობიერებთ.
آية رقم 155
ვფიცავ, ჩვენ რაღაცით აუცილებლად გამოგცდით: შიშით, შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლულობით; – მომთმენთ კი ახარე.
آية رقم 156
– რომლებიც თავს დამტყდარი უბედურების ჟამს ამბობენ: ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უთუოდ, ჩვენ ისევ მას მივბარდებითო.
آية رقم 157
აი, ეგენი არიან, ვისზეცაა მათი ღმერთის ლოცვანი და წყალობა, და სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი.
آية رقم 158
ჭეშმარიტად, საფა და მერვა* ალლაჰის (მორჩილების) ნიშანთაგანნია. ვინც (ქააბას წმინდა) სახლს ეწვევა ჰაჯობისა ან ‘უმრასთვის, იმისთვის ცოდვა არ იქნება ამ ორივეზე (წეს–ჩვეულებისამებრ) გარსშემოვლა, ხოლო ვინც თავისი სურვილით იზამს სიკეთეს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მადლიერია, ყოვლისმცოდნეა.
____________________
*ორიგინალი – „ას-საფა ვე ალ-მერვა“ (الصفا و المروة): ქააბას მახლობლად, მის აღმოსავლეთით მდებარე ორი შემაღლებული ადგილის სახელებია. ამ მაღლობებს შორის მიმოსვლა ჰაჯობისა და ‘უმრას ღვთისმსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წეს–ჩვეულებაა.

آية رقم 159
უეჭველად, მათ, ვინც ჩვენ მიერ ჩამოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და ჭეშმარიტ გზას მალავენ მას შემდეგ, რაც ხალხს წიგნში განვუმარტეთ იგი, – სწორედ მათ სწყევლის ალლაჰი და სწყევლიან მაწყევარნი.
آية رقم 160
– იმათ გარდა, ვინც მოინანიეს (შეცდომები), გამოასწორეს და გამოააშკარავეს (რასაც მალავდნენ). აი, იმათ მივუტევებ, რადგანაც მე ვარ მიმტევებელი და მწყალობელი.
آية رقم 161
უეჭველად, იმათზე, ვინც არ ირწმუნეს და ურწმუნოებადვე დაიხოცნენ, – აი, სწორედ იმათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა, ყველასი.
آية رقم 162
– მუდმივად მასში* იქნებიან. მათ არც სასჯელი შეუმსუბუქდებათ და არც შესვენებას დააცდიან.
____________________
*წყევლაში.
____________________
*წყევლაში.
آية رقم 163
და ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მოწყალისა, მწყალობელისა.
آية رقم 164
უეჭველად, – ცათა და დედამიწის გაჩენაში, დღეთა და ღამეთა მიმოქცევაში, ხალხის საკეთილდღეოდ ზღვად მიმომცურავ გემებში და იმაშიც, ალლაჰმა რომ ციდან წყლად ჩამოასხურა და იმის* სიკვდილის შემდეგ მისით* რომ მიწა გამოაცოცხლა და ყოველგვარი სულდგმული მასზე მიმოფინა, და ცასა და დედამიწას შორის მიმომქროლ ქარებსა და მორჩილად მიმომსვლელ ღრუბლებში – ნადმვილად სასწაულებია გონიერი ხალხისთვის.
____________________
*მიწის
**წყლით
____________________
*მიწის
**წყლით
آية رقم 165
ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, ვინც დაიდგინეს სხვა თანაზიარნიც, გარდა ალლაჰისა, და ისე უყვართ ისინი, როგორც უყვართ ალლაჰი; ხოლო ვინც ირწმუნეს, მათ უყვართ ალლაჰი – ზეაღსავსებით. ნეტა იმათ, ვინც უსამართლოდ იქცევიან, (აქვე) – დაენახათ მთელი ძალაუფლება, როგორც სასჯელის მიღებისას დაინახევენ. უეჭველად, ალლაჰი მძიმესასჯელოსანია.
آية رقم 166
როცა ისინი, ვისაც ჰმორჩილებდნენ,* განუდგებიან იმათ, ვინაც ჰმორჩილებდნენ; სასჯელს იხილავენ და მათი კავშირებიც დაიმსხვრევა, –
____________________
*კერპები და ცრუ წინამძღვრები, რომლებსაც ალლაჰთან ათანაბებდნენ.
____________________
*კერპები და ცრუ წინამძღვრები, რომლებსაც ალლაჰთან ათანაბებდნენ.
آية رقم 167
მაშინ, ვინც ჰმორჩილებდნენ, ისინი ამოიძახებენ: ნეტა გვქონოდა უკან დაბრუნების შესაძლებლობა და მათგან თავი შორს დაგვეჭირა, როგორც თვითონ განგვიდგნენო. ალლაჰი იმათ ამგვარად უჩვენებს თავიანთ ნამოქმედარს – მათივე სანანებლად, მაგრამ ვერ გამოაღწევენ ისინი ცეცხლიდან.
آية رقم 168
ეი, ადამიანებო! ჭამეთ ის, რაც სუფთა და ჰალალია დედამიწაზე და არ გაჰყვეთ სატანის ნაკვალევს, უეჭველად, აშკარა მტერია ის თქვენი.
آية رقم 169
– ის გიბრძანებთ მხოლოდ ავზნეობასა და უკეთურებას, და ალლაჰის შესახებ იმის თქმას, რაც თქვენ არ იცით.
آية رقم 170
და როცა მათ უთხრეს: მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, მიუგეს: არანაირად! – ჩვენ მივყვებით იმას, რაზედაც ვპოვეთ ჩვენი მამებიო... – განა მაინც, მათ მამებს რომ არაფერი გაეგებოდეთ და არც ჭეშმარიტ გზაზე იდგნენ?
آية رقم 171
ურწმუნოთა მდგომარეობა ჰგავს იმის მაგალითს, ვინც იმას უყვირის, ვისაც არაფერი ესმის, გარდა მოხმობისა და ძახილის გაუაზრებელი ხმებისა.* ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი – ეგენი ვერ აზროვნებენ.
____________________
*როგორც ცხოველს ჩაესმის მწყემსის ხმა, მაგრამ არ ესმის მისი სიტყვების შინაარსი.
____________________
*როგორც ცხოველს ჩაესმის მწყემსის ხმა, მაგრამ არ ესმის მისი სიტყვების შინაარსი.
آية رقم 172
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მიირთვით ის, რაც სუფთაა (ჰალალი) და საზრდოდ გვიწყალობებია თქვენთვის, და მადლიერება გამოხატეთ ალლაჰის მიმართ, თუ ხართ თქვენ მისი თაყვანისმცემელნი.
آية رقم 173
ის გიკრძალავთ მხოლოდ ლეშს, სისხლსა და ღორის ხორცს, და იმასაც, რაც სხვისთვის დაიკლა, გარდა ალლაჰისა; ხოლო ვინც იძულებული შეიქმნას და არ იურჩოს და არ გადაამეტოს, – მას ცოდვად არ ექმნას (აკრძალულის ჭამა). ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელია.
آية رقم 174
უეჭველად, ისინი, ვინც მალავენ იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა წიგნით და უმცირეს საფასურს ღებულობენ ამით, – აი, ისინი სხვა ვერაფრით ამოიძღობენ მუცლებს, გარდა ცეცხლისა. ამიტომ განკითხვის დღეს არ დაელაპარაკება, არ განწმენდს მათ ალლაჰი... და მწარე სასჯელი – მათთვის!
آية رقم 175
ეგენი არიან, ვინც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად და სასჯელი – შეწყალების ფასად... და რა მომთმენები ყოფილან ცეცხლის მიმართ!
آية رقم 176
- ეს იმისთვის (დაიმსახურეს), რომ ალლაჰმა წიგნი ჭეშმარიტებით ჩამოავლინა, ხოლო ისინი, ვინც (ამ) წიგნის თაობაზე უთანხმოებენ, მართლაც უშორი–შორეს ცილობაში იმყოფებიან.
სიკეთე ის კი არაა, რომ აღმოსავლეთით ან დასავლეთით მიაქციოთ თქვენი სახეები, არამედ ისაა სიკეთე: ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი, მაცნეები, და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ უყვარს ქონება, – მაინც ურიგებს – ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს, მგზავრებსა და მათხოვრებს, და გაიღებენ ტყვეების გამოსასყიდადაც; აღასრულებენ ნამაზს, გასცემენ ზექათს და ერთგულობენ აღთქმას – როდესაც დებენ პირობას, და მომთმენნი არიან – გასაჭირისა, ავადმყოფობისა და ომის სირთულეებისა. აი, ეგენი არიან ერთგულნი და ღვთისმოშიშნი.
آية رقم 178
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვალდებულებად დაწერილია თქვენზე – ყისასი* (საიგივეო) მოკლულთათვის: თავისუფალი თავისუფლის წილ, მონა მონის წილ, ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც იმისი ძმისგან (მოკლულის ჭირისუფლისგან) ეპატიოს, – მისი ვალია კეთილად მორჩილება და საუკეთესო სახით ანაზღაურება. ეს წყალობა და შემსუბუქებაა თქვენი ღმერთისგან, ხოლო ამის შემდეგ ვინც ზღვარს გადავა და უსამართლოდ მოიქცევა, – მწარე სასჯელი მისთვის.
____________________
*ორიგინალი – „ყისაას“ (قصاص): ლექსიკონური მნიშვნელობით იგივე ფორმით სამაგიეროს გადახდას ან სასჯელს ნიშნავს. როგორც ტერმინი – ყისასი – დანაშაულისა და სასჯელის თანაბრობას გულისხმობს, შარიათის თანახმად კი მკვლელის – მოკლულის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯას; ჭრილობის მიყენების ან ორგანოს მოკვეთის შემთხვევაში – დამნაშავის იგივენაირად დასჯას ნიშნავს. ყისასი – აღნიშნული დანაშაულის განზრახ ჩადენისა და დაზარალებულის მხრიდან სრული აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში ხდება აუცილებელი. დაზარალებულს შეუძლია: ყისასზე უარი თქვას, სისხლის გამოსასყიდი თანხა მოითხოვოს ან უსასყიდლოდ აპატიოს.

آية رقم 179
ეი, გონიერნო! თქვენთვის სიცოცხლეა საიგივეოს წესით დასჯადობაში (ყისასი), – იქნებ რიდი გქონდეთ.
آية رقم 180
თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია, რომ თუ რომელიმე თქვენგანი, სიკვდილმოწეული (მომაკვდავი), ტოვებს საკმაო ქონებას, – გონივრულად უანდერძოს (დაუტოვოს) იგი მშობლებსა და ნათესავებს; – ვალია ეს, ღვთისმოშიშთა.
آية رقم 181
და ვინც მას შეცვლის იმის შემდეგ, რაც უკვე მოისმინა, უეჭველად, – მათ ეკისრებათ ამის ცოდვა, ვინც მას შეცვლიან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
آية رقم 182
ხოლო ვინც შიშობს მოანდერძის მხრიდან (უნებურ) შეცდომაზე ან უსამართლობაზე და მათ შორის არსებულ გაურკვევლობას გამოასწორებს, – მას (ეს) ცოდვად არ დაეკისროს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
آية رقم 183
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია მარხვა, – როგორც დაწერილა თქვენზე ადრე მყოფთათვის, იქნებ რიდი გქონდეთ.
آية رقم 184
(ეს მარხვა) განსაზღვრული დღეებია, და თუ რომელიმე თქვენგანი ავად ან მგზავრად მყოფია, მან იმდენივე დღე სხვა დღეებში იმარხოს; ხოლო მათ, ვისაც ღონე შესწევთ მასზე* (მაგრამ არ მარხულობენ), გამოსასყიდად ეკისრებათ უპოვართა დაპურება; ხოლო ვინც დამატებით (დაკისრებულზე ჭარბ) იქმს სიკეთეს, ეს მისთვისაა უკეთესი... და რომ იცოდეთ: თუ იმარხავთ, ეს თქვენთვის იქნება უმჯობესი.
____________________
*ორიგინალში – „იუტიიყუუნეჰუ“ (يُطٖيقُونَهُ): სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა – შესაძლებლობის ქონა, შეძლება, ღონის შეწევნა. ამ სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მუფესსირები რამდენიმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ. უმრავლესობის აზრით, ეს წინადადება არის მანსუხი, ანუ ძალადაკარგული. საჰაბეთაგან ამ აზრზე არიან აბდულლაჰ ბინ ომარი, სელემე ბინ ექვა’ და სხვები. ამ შეხედულების თანახმად, ისლამის პირველ წლებში მორწმუნეები არჩევანის წინაშე იდგნენ: ვისაც სურდა – მარხულობდა, ვისაც სურდა – მარხვის ნაცვლად უპოვრებს აპურებდა. შემდეგ ჩამოევლინა მომდევნო აიათი: „თქვენგან ვინც მოესწროს ამ მთვარეს, მარხვით გაატაროს იგი.“ აიათში მოცემულმა ახალმა წესმა შეცვალა ძველი და გააუქმა არჩევანის დაშვებულობა. ყათადეს აზრით, ეს იყო ღრმად მოხუცებულთა შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ მარხვა, თუმცა ამით დიდ სირთულეს აწყდებოდნენ. მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება, თუმცა შემდეგ ეს წესი გაუქმდა. ჰასან ალ-ბასრის აზრით, ეს იყო ავადმყოფების შესახებ: ვისაც ავადმყოფობით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად მარხვაც შეეძლო, მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება – იმარხავდნენ, ჭამა-სმას გააგრძელებდნენ თუ გამოსასყიდის სახით უპოვრებს დააპურებდნენ, თუმცა ეს წესი შემდეგ გაუქმდა. სწავლულთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ წესს არ დაუკარგავს ძალა და ეს არის იმათ შესახებ, ვისაც ახალგაზრდობაში მარხვის ღონე შესწევდათ, თუმცა ხანდაზმულობისას გაუჭირდათ. მათ მარხვის ნაცვლად უპოვართა დაპურება შეუძლიათ. იბნი აბბასი ამ სიტყვას კითხულობდა, როგორც „იუტევვიყუუნეჰუ“ (يُطَوِّقُونَهُ), რაც ნიშნავს – ვისაც მარხვა უჭირს ან ძლივს შესწევს ამის ღონე. სა’დ ბინ ჯუბეირის თქმით, აქ იგულისხმებიან ღრმად მოხუცებულები და ავადმყოფები, რომელთა გამოჯანმრთელების იმედიც არ არსებობს. მათ ევალებათ მარხვა, თუმცა ღონე არ შესწევთ, ამიტომ მათ შეუძლიათ გატეხონ მარხვა და ყოველი დღის სანაცვლოდ უპოვარი დააპურონ. ეს უკანასკნელები ამგვარი განმარტებით აიათში არსებულ წესს ძალაში მყოფად მიიჩნევს. იხ. ბეღავისა და ტაბერის თაფსირები.

آية رقم 185
რამადანის მთვარეა ის, რომელშიც ყურანი ჩამოევლინა – ადამიანთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და სწორი გზის (მრუდესგან) განმასხვავებელ ცხად მტკიცებულებად. ვინც მოესწროს ამ მთვარეს თქვენგან, – მარხვით გაატაროს იგი, ხოლო ვინც ავად ან მგზავრად მყოფია, მან იმდენივე დღე სხვა დღეებში იმარხოს. არ უნდა ალლაჰს თქვენთვის სიძნელე, – მას შეღავათი სურს თქვენთვის, რათა (იოლად) აღასრულებდეთ გათვლილი ოდენობით (განსაზღვრულ დღეებში) და ალლაჰს განადიდებდეთ იმისთვის, რითაც ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
آية رقم 186
და თუ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ გკითხავენ, (უთხარი, რომ) – ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მავედრებლის ვედრებას, როცა შემთხოვს. მაშ, მისმინონ მე და სწამდეთ ჩემი, იქნებ სწორ გზას დაადგნენ.
მარხვის ღამეებში ნება დაგერთოთ თქვენს ქალებთან სიახლოვისა. ისინი სამოსელნია თქვენი და თქვენც სამოსელნი ხართ მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ საკუთარ სულებს უღალატებდით (თუ ნებას არ დაგრთავდით, მაინც იურთიერთებდით) თქვენ, ამიტომ მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. აწი შეგიძლიათ ეთანაცხოვროთ მათ და ეძიოთ იგი, რაც ალლაჰმა დაგიწერათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადის თეთრი ძაფი შავი ძაფისაგან* განირჩეოდეს თქვენთვის და შემდეგ საღამომდე მარხვა დაიცავით, და ნუ ეთანაცხოვრებით მათ, როცა თქვენ ი’თიქაფს** ასრულებთ მეჩეთებში... – ესენი ალლაჰის საზღვრებია და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რომ იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
____________________
*აიათში ხსენებული შავი და თეთრი ძაფი დილის სინათლესა და ღამის სიბნელეს გულისხმობს.
**ორიგინალი – „ი’თიქაფ“ (اعتكاف): რამადანის ბოლო ათ დღეში ერთი ან რამდენიმე დღით მეჩეთში ღვთისმსახურებისთვის განმარტოება. ი’თიქაფის შემსრულებელი მთელ დღეებს ღვთისმსახურებაში ატარებს, იქვე ჭამს, სვამს და ძინავს. მხოლოდ საპირფარეშოს, აბდესისა და დიდი აბდესისთვის შეუძლია მეჩეთიდან გამოსვლა. ი’თიქაფის შემსრულებელი ამქვეყნიურ საქმეებს ივიწყებს და მთელ დროს ლოცვას, ყურანის კითხვას, ზიქრს/ალლაჰის ხსენებას და ვედრებას უთმობს.

آية رقم 188
არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება უსამართლოდ და არ მიმართოთ მისი (ქრთამის) გამოყენებით მოსამართლეებს – იმისთვის, რომ მიითვისოთ ხალხის ქონების ნაწილი ბოროტებით, – ისე, რომ იცოდეთ (რომ ეს ჰარამია).
آية رقم 189
გეკითხებიან შენ ნახევარმთვარეთა შესახებ. უთხარი, რომ იგია დროის საზომი ხალხისთვის და ჰაჯობისთვის. სათნოება ის კი არაა, უკანა მხრიდან შეხვიდეთ სახლებში,* არამედ სათნოდ ის იქცევა, ვინც მოკრძალებულია. ამიტომ სახლებში შესასვლელი კარიდან შედით და ალლაჰის რიდი გქონდეთ, რათა ბედნიერება ჰპოვოთ.
____________________
*წარმართ არაბებში გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, როცა ადამიანი ჰაჯობის ან უმრასთვის იჰრამს შეიმოსავდა, მისთვის ამ პერიოდში სახლში კარიდან შესვლა არ შეიძლებოდა. ამისათვის ისინი სახლის უკანა მხარეს არსებული ფანჯრიდან ან საგანგებო ხვრელიდან შედიოდნენ.

آية رقم 190
ალლაჰის გზაზე ეომეთ იმათ, ვინც თქვენ გეომებათ, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ,* ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.
____________________
*ომის წამოწყებით, ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმწეოების, მშვიდობის მომხრეებისა და სასულიერო პირების დახოცვით
____________________
*ომის წამოწყებით, ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმწეოების, მშვიდობის მომხრეებისა და სასულიერო პირების დახოცვით
آية رقم 191
სადაც წააწყდებით, იქვე დახოცეთ და გაყარეთ იქიდან, საიდანაც თვითონ გამოგყარეს, – ფითნა* უარესია, ვიდრე დახოცვა, და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომონ იქ, ხოლო თუ ისინი დაგიწყებენ ხოცვას, მაშინ თქვენც – დახოცეთ. ასეთია ურწმუნოთა სასჯელი.
____________________
*ურწმუნოობა, ალლაჰის ნაცვლად კერპების თაყვანისცემა და მექქადან მუსლიმთა გაძევება.
____________________
*ურწმუნოობა, ალლაჰის ნაცვლად კერპების თაყვანისცემა და მექქადან მუსლიმთა გაძევება.
آية رقم 192
ﭯﭰﭱﭲﭳﭴ
ﭵ
– ხოლო თუ შეწყვეტენ (ფითნას), ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
آية رقم 193
და მანამ ეომეთ მათ, ვიდრე არ აღმოიფხვრება ფითნა და მთლიანად ალლაჰს არ მიეძღვნება სარწმუნოება, ხოლო თუ შეწყვეტენ (ფითნას), მაშინ მტრობაც აღარ გაგრძელდეს, გარდა უსამართლოთა მიმართ.
آية رقم 194
ნაკრძალი მთვარე* ნაკრძალი მთვარის სამაგიეროა,** ნაკრძალთა დარღვევა*** კი ყისასს საჭიროებს. ვინც თქვენ შემოგიტევენ, თქვენც იგივენაირად შეუტიეთ, როგორც თვითონ შემოგიტიეს. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.
____________________
*ორიგინალი – „ალ-შეჰრ ალ-ჰარამ“ (الشهر الحرام): ნაკრძალი მთვარე; – საუბარია კონკრეტულ მთვარეებზე, რომელშიც აკრძალულია ომი, სისხლისღვრა და ყოველგვარი სიავე. მთვარის კალენდარის მიხედვით ესენია: პირველი - მუჰარემის, მეშვიდე - რეჯების, მეთერთმეტე – ზილყა’დეს და მეთორმეტე - ზილჰიჯჯეს მთვარეები.
**ალლაჰის შუამავალი ﷺ უმრას შესრულების მიზნით ჰიჯრეთის მეექვსე წელს მექქასკენ გაემართა. მექქას მახლობლად ჰუდეიბიას ველზე ურწმუნოებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ქალაქში შესვლის ნება არ მისცეს. გაცხარებული კამათის შემდეგ მუსლიმებსა და მუშრიქებს შორის ისლამის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი საზავო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც სახელად ჰუდეიბიას საზავო ხელშეკრულება ეწოდა. აღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, მუსლიმები იმ წელს მექქაში არ უნდა შესულიყვნენ, ხოლო მომავალ წელს იგივე ნაკრძალ მთვარეში მუსლიმებს ქააბას მონახულებისა და უმრას შესრულების ნება მიეცემოდათ. უზენაესი ალლაჰის წყალობით, მეორე წელს მუსლიმებს ისევ ნაკრძალ მთვარეში უმრას შესრულების შესაძლებლობა მიეცათ, ამგვარად, ნაკრძალი მთვარეში აღსრულებული უმრა წინა წელს გაცდენილი ნაკრძალი მთვარის სამაგიეროდ იქცა.
***არსებობს რამდენიმე ნაკრძალი, რომელთა ხელშეუხებლობასაც იცავს ისლამი, ნაკრძალი დრო – ესაა ნაკრძალი მთვარეები; ნაკრძალი ადგილი – ესაა ქააბას სამლოცველო და მისი შემოგარენი; ნაკრძალი მდგომარეობა ესაა, როდესაც ადამიანი იჰრამითაა შემოსილი და ჰაჯობის ან უმრას რიტუალებს ასრულებს; ადამიანის სიცოცხლეც – არის ხელშეუხებელი (ნაკრძალი) და მისი ხელყოფის შემთხვევაში ყისასი ხდება აუცილებელი. მუშრიქებმა აღნიშნული წესი დაარღვიეს და ნაკრძალ მთვარეებში მუსლიმების შევიწროება დაიწყეს, რითაც მუსლიმებს ყისასის წესით თავდაცვისა და პასუხის გაცემის ნება მიეცათ.

آية رقم 195
ხარჯეთ ალლაჰის გზაზე და დამღუპველ საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი თქვენივე ხელით* და სიკეთე აკეთეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს კეთილმორწმუნენი.
____________________
*ძუნწობით, მოწყალების გაუღებლობით, ღვთის მიმართ უიმედობითა და ალლაჰის გზაზე ბრძოლაზე უარის თქმით საკუთარ სულებს დამღუპველი საფრთხის წინაშე ნუ დააყენებთ
____________________
*ძუნწობით, მოწყალების გაუღებლობით, ღვთის მიმართ უიმედობითა და ალლაჰის გზაზე ბრძოლაზე უარის თქმით საკუთარ სულებს დამღუპველი საფრთხის წინაშე ნუ დააყენებთ
მაშ, აღასრულეთ ჰაჯობა და ‘უმრა ალლაჰისთვის, ხოლო თუ რამე დაგაბრკოლებთ*(მგზავრობისას), მაშინ შესაწირი საკლავი გაგზავნეთ, რომელიც გეადვილებათ**, და არ გაიპარსოთ თავი მანამდე, ვიდრე აღსრულების ადგილს არ მიაღწევს შესაწირი, ხოლო ვისაც თავის ჩივილი აქვს ან ავადაა (და გადაიპარსავს), მან მარხვით, მოწყალებით ან შეწირვით გამოისყიდოს, და თუ თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ და რომელიმე თქვენგანი ჰაჯობამდე ‘უმრას შეასრულებს, მან შესაწირი დაკლას, რომელიც ეადვილება, ხოლო ვინც (შესაწირის სახსრები) ვერ ჰპოვოს, მან სრული ათი დღე იმარხოს: სამი ჰაჯობის დღეებში და შვიდი – როცა დაბრუნდება (შინ). ეს მათთვისაა, ვისი ოჯახიც არ ცხოვრობს მესჯიდი ჰარამთან. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
____________________
*მტერი, ავადმყოფობა და მსგავსი უძლეველი მიზეზები.
**აქლემი, ძროხა ან ცხვარი.
____________________
*მტერი, ავადმყოფობა და მსგავსი უძლეველი მიზეზები.
**აქლემი, ძროხა ან ცხვარი.
آية رقم 197
ჰაჯობა გარკვეულ მთვარეებშია*. ვინც მათში ჰაჯობა იტვირთოს (იჰრამის შემოსვით), მან არ მიუახლოვდეს ქალს, არ იურჩოს და არ იჩხუბოს ჰაჯობისას. რა სიკეთესაც იქმთ, – იცის ალლაჰმა. მაშ, საგზალი გაიმზადეთ, ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშობაა საგზალი საუკეთესო. ეი, გონიერნო, ჩემი რიდი გქონდეთ.
____________________
*შევვალი, ზილყა’დე და ზილჰიჯჯეს პირველი ათი დღე.
____________________
*შევვალი, ზილყა’დე და ზილჰიჯჯეს პირველი ათი დღე.
آية رقم 198
ცოდვად არ დაგედოთ, თქვენი ღმერთის წყალობა თუ ეძიეთ (ჰაჯობისას ვაჭრობით), ხოლო როცა ‘არაფათიდან* გაემართებით, მაშ’არი ჰარამთან (ნაკრძალ ნიშნულთან)** ალლაჰი ახსენეთ.*** მაშ, ახსენეთ იგი, როგორც უჩვენებია თქვენთვის, რამეთუ მანამდე თქვენ იყავით გზააცდენილნი;
____________________
*'არაფათის მთა; ყურბან ბაირამის წინა დღეს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დროის მონაკვეთის 'არაფათის მთაზე ლოცვა-ვედრებაში გატარება ჰაჯობის ღვთისმსახურების ერთ-ერთი აუცილებელი რიტუალია.
**ორიგინალი – „ალ-მაშ’არი ალ-ჰარამ“ (المشعر الحرام): პირდაპირი თარგმანით ნაკრძალ ნიშნულს ნიშნავს. ეს ადგილი არის მუზდელიფა, სადაც ჰაჯობის ერთ-ერთი რიტუალის შესაბამისად ჰაჯები/პილიგრიმები ღამეს ათევენ, ამიტომ ეს ადგილი არის ნაკრძალი ტერიტორია, სადაც აკრძალულია ყველა ის მოქმედება, რაც ეკრძალება იჰრამით შემოსილ ჰაჯის.
***საღამოს და ძილის წინა ნამაზები შეაერთეთ და დილის ნამაზის შემდეგ გულმხურვალედ ევედრეთ ალლაჰს.

آية رقم 199
შემდეგ გაემართეთ იქითკენ, საითაც ხალხი მიემართება* და პატიება შესთხოვეთ ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
____________________
*შემდეგ მუზდელიფადან იქით გაემართეთ, საითაც იბრაჰიმ შუამავლიდან მოყოლებული, დღემდე მიემართება ხალხი, რათა ქვები ისროლონ, შესაწირი დაკლან, შეასრულონ ტავაფი და სა’ი ანუ საფასა და მერვას მაღლობებს შორის სირბილით მიმოსვლა, მინაში გაატარონ თაშრიყის ანუ ბაირამის დღეები და აღასრულონ ჰაჯობის დანარჩენი წესები.

آية رقم 200
როცა მორჩებით თქვენს წეს–ჩვეულებებს, მაშინ ახსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს ახსენებდით, ან უფრო ამაღლებულად. ადამიანთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ამბობს: ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე (სიკეთე) ამქვეყნადო, და მას არაფერი ერგება იმქვეყნად.
آية رقم 201
და მათ შორის ბევრია ისეთიც, ვინც ამბობს: ,,ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე სიკეთე ამქვეყნად და სიკეთე – იმქვეყნადაც, და დაგვიფარე სატანჯველისგან ცეცხლისა“.
آية رقم 202
სწორედ მათთვისაა ხვედრი იმისა, რაც მოიღვაწეს, და ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.
آية رقم 203
და ახსენეთ ალლაჰი გათვლილ დღეებში*. ვინც იჩქაროს და ორ დღეში დაასრულოს (მინაში აღსავლენი ღვთისმსახურებანი), მას ცოდვად არ დაედოს, და ვინც გადადოს (მესამე დღისთვის), არც მას დაედოს ცოდვად. ეს მისთვის, ვისაც რიდი აქვს ალლაჰისა. იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი, უსათუოდ.
____________________
*კერძოდ – ბაირამის წინა დღის დილის ლოცვიდან ზილჰიჯჯეს მთვარის ცამმეტის სამხრობის ლოცვის ჩათვლით ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ, ქვების სროლისას, შესაწირავის დაკვლისას და ზოგადად, ამ დღეების განმავლობაში.

آية رقم 204
ადამიანთა შორის ბევრია ისეთიც, ვისი სიტყვებიც გხიბლავს ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ და (ვინც) ალლაჰს იმოწმებს იმაზე, რაც მის გულშია, არადა იგი ყველაზე ულმობელია მტრობაში.
آية رقم 205
– და გაცლისთანავე უკეთურებას ესწრაფვის ქვეყნად და ცდილობს, გაანადგუროს ნათესიცა და შთამომავალიც. ალლაჰს არ უყვარს უკეთურება.
آية رقم 206
და როცა ეტყვიან – ,,გეშინოდეს ალლაჰისა“, – ცოდვა შეიპყრობს ამპარტავნებითურთ. მისთვის ჯოჯოხეთი საკმარისია! – და რა ცუდი სარეცელია იგი.
آية رقم 207
და ადამიანთა შორის ბევრია ისეთიც, ვინც თავის სულსაც კი გაიღებს –ალლაჰის კმაყოფილების მოლოდინით. ალლაჰი თავის მსახურთა მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია.
آية رقم 208
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით ისლამის სრულ მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით ეშმაკის ნაკვალევს. უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენი*.
____________________
*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი ჩამოევლინა იმ წიგნბოძებულთა შესახებ, რომლებმაც ისლამი მიიღეს, თუმცა მაინც აგრძელებდნენ წინა რელიგიის ზოგიერთი წესის დაცვას.იხ:თაფსირულ ტაბარი.
____________________
*გადმოცემების თანახმად, ეს აიათი ჩამოევლინა იმ წიგნბოძებულთა შესახებ, რომლებმაც ისლამი მიიღეს, თუმცა მაინც აგრძელებდნენ წინა რელიგიის ზოგიერთი წესის დაცვას.იხ:თაფსირულ ტაბარი.
آية رقم 209
თუ (მორჩილების გზიდან) მაინც გადაუქცევთ იმის შემდეგ, რაც უკვე ცხადი მტკიცებულებები მოგივიდათ, მაშინ იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია, ბრძენია.
آية رقم 210
ნუთუ მარტო იმას მოელიან, რომ ალლაჰი გამოეცხადებათ ღრუბელთა საჩრდილობელში, და ანგელოზებიც, – რათა განეჩინოს მათი საქმენი? – საქმე ყოველი ალლაჰს უბრუნდება!
آية رقم 211
ჰკითხე ისრაელის მოდგმას, თუ რამდენი ცხადი აიათი/სასწაული გვიბოძებია მათთვის, და ვინც ცვლის ალლაჰის წყალობას, მას შემდეგ, რაც მიუვიდა იგი, – ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
آية رقم 212
ვინც არ ირწმუნეს, – ამქვეყნიური ცხოვრება შემკობილია (მიმზიდველია) მათთვის და ვინც ირწმუნეს, მასხრად იგდებენ მათგან ზოგიერთს*, და განკითხვის დღეს ამაღლდებიან მათზე ისინი, ვინც ღვთისმოშიშია, და ვისაც ინებებს, ალლაჰი უწყალობებს საზრდოს – განუზომელს.
____________________
*მასხრად იგდებენ ღარიბ და უძლურ მორწმუნეებს. კონკრეტულად ეს აიათი ჩამოევლინა აბდულლაჰ ბინ მეს’უდის, იასირ ბინ ამმარის, სუჰეიბ რუმის, ბილალი ხაბეშის, ჰაბბა ბინ ერეთის და მსგავსი ღარიბი და უძლური საჰაბეების შესახებ, რომლებიც თავიანთი სიღარიბისა და უძლურობის გამო განსაკუთრებით დიდ შევიწროებასა და დამცირებას აწყდებოდნენ, ვიდრე დანარჩენი მორწმუნეები. იხ. თაფსირუ ბეღავი.

آية رقم 213
კაცობრიობა იყო ერთიანი თემი, შემდეგ ალლაჰმა მაცნეები წარგზავნა – მახარობლებად და გამაფრთხილებლებად, და წიგნი ჩამოავლინა მათთან ჭეშმარიტებით, რათა ადამიანებს შორის განესაჯა ის, რაშიც უთანხმოებდნენ, და სხვა არავინ უთანხმოებდა მათში არსებული შურის გამო, თუ არა ისინი, ვისაც ებოძათ იგი მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ცხადი მტკიცებულებები. ალლაჰმა მორწმუნეებს თავისი ნებით სწორი მიმართულება უჩვენა იმ ჭეშმარიტებისკენ, რაზეც ისინი უთანხმოებდნენ... და ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინებებს, – ალლაჰი იმას დააკვალიანებს.
آية رقم 214
ნუთუ გგონიათ, რომ სამოთხეში შეხვალთ ისე, რომ არ მოგესწრებათ იმის მსგავსი, რაც თქვენზე ადრე მყოფთ მოესწროთ? – მათ თავს დაატყდათ უბედურება და ზიანი, და (ისე) შეირყნენ, რომ შუამავალი და მასთან ერთად მორწმუნეები ამბობდნენ: ,,როდის იქნება ალლაჰის დახმარება?“... და იცოდეთ, რომ ალლაჰის შეწევნა ახლოსაა.
آية رقم 215
გეკითხებიან შენ, თუ რა გაიღონ მოწყალებად, – მიუგე: რა მოწყალებაც გაიღოთ ქონების სახით, – ის იყოს მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა და მგზავრთათვის; რა მოწყალებაც გაიღოთ სიკეთის სახით, – ჭეშმარიტად, იცის ის ალლაჰმა.
آية رقم 216
თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია ომი, არადა ის მოუწონარია თქვენთვის, მაგრამ შესაძლოა, არ მოგწონდეთ რაღაც და ის სასარგებლო იყოს თქვენთვის, და შესაძლოა, გიყვარდეთ რაღაც და ის საზიანო იყოს თქვენთვის. ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით.
გეკითხებიან შენ ნაკრძალ მთვარეში ომის შესახებ, – მიუგე: მასში ომი დიდი ცოდვაა; (მაგრამ) ალლაჰის გზიდან (ხალხის) ცდუნება/დაბრკოლება; მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ ურწმუნოება და იქიდან მის მკვიდრთა გაძევება – უფრო დიდი ცოდვებია ალლაჰის წინაშე, – ფითნა* უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე კვლა. (ურწმუნოები) მანამ არ შეწყვეტენ ომს თქვენს წინააღმდეგ, ვიდრე თქვენი რჯულიდან არ გადაგიყვანებენ, თუკი შეძლეს, და თქვენგან ვინც თავის რჯულს გადაუხვიოს და მოკვდეს ურწმუნოდ, – სწორედ მათი ნაღვაწი გადაიქცეს უშედეგოდ – ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს.
____________________
*ურწმუნოება, ალლაჰის ნაცვლად კერპების თაყვანისცემა და მექქადან მუსლიმთა გაძევება.
____________________
*ურწმუნოება, ალლაჰის ნაცვლად კერპების თაყვანისცემა და მექქადან მუსლიმთა გაძევება.
آية رقم 218
უეჭველად, მათ, ვინც ირწმუნეს, ჰიჯრა* გააკეთეს და ალლაჰის გზაზე იბრძოლეს, – აი, მათ აქვთ იმედი ალლაჰის წყალობისა. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ჰიჯრაჰ“ (الهجرة): სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობაა გადასახლება, ემიგრაცია. ისლამის ლიტერატურაში ეს ტერმინი გამოხატავს ჩვენი წელთაღრიცხვით 622 წელს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მოპოვების მიზნით მუსლიმების მექქადან მედინაში გადასახლებას. მუსლიმებმა მედინაში გადასახლებამდე ჰიჯრა ორჯერ ეთიოპიაშიც გააკეთეს. ისლამის ლიტერატურაში ასევე დამკვიდრებულია, ჰიჯრას მორალური მხარე, რომელიც ყველა მუსლიმს მოეთხოვება, ესაა: ყოველგვარი ბოროტისგან განდეგილობა. როგორც მუჰამმედ შუამავალი ﷺ ბრძანებს: „მუჰაჯირი არის ის, ვინც ზურგი აქცია იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა აუკრძალა მას“(ბუხარი, იმან 4/10.).

آية رقم 219
გეკითხებიან შენ ღვინისა* და აზარტული თამაშების შესახებ, – მიუგე: ორივეში არის დიდი ცოდვა და (მცირე) სარგებელიც ხალხისთვის, მაგრამ ცოდვა უფრო დიდია მათში, ვიდრე სარგებელი; და გეკითხებიან, თუ რა გაიღონ მოწყალებად, – უპასუხე: რაც გაბადიათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მეტი. ალლაჰი ასე ცხადყოფს თქვენთვის აიათებს, რომ იქნებ დაფიქრებულიყავით.
____________________
*აქ საყურადღებოა სახელწოდება ღვინის ფუძე, რომელიც ორიგინალშია გამოყენებული. ორიგინალში მოცემულია „ალ-ხამრ“ (الخمر), რაც ძირითადად ღვინოს ნიშნავს და ასეც ვთარგმნეთ. თუმცა ეს სიტყვა წარმოებულია „ხ-მ-რ“ (خمر) ფუძისგან, რაც დაფარვას, გადაფარებას ან დამალვას ნიშნავს. ღვინოს სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა ხამრი, ანუ საღი გონების დამფარველი ან მათრობელა. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველი მათრობელა, რაც ადამიანს ჯანსაღი გონებისა და განსჯის უნარს უკარგავს, იგივენაირად ფასდება, როგორც ღვინო. მიუხედავად იმისა, ეს მათრობელა სასმელის სახით მიიღება, საჭმლის, ნემსის თუ სასუნთქი გზებით.

آية رقم 220
– (ალლაჰი თქვენთვის ცხადყოფს აიათებს, რათა გეფიქრათ) ამქვეყანასა და იმქვეყნაზე. და გეკითხებიან შენ, ობოლთა შესახებ, – უპასუხე: მათთვის ზრუნვა სიკეთეა და თუ გაუერთიანდებით,* – ძმები არიან თქვენი. ალლაჰი არჩევს უკეთურს კეთილისაგან და მას რომ ნდომოდა, გაგირთულებდათ (მათთან ურთიერთობას). ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.
____________________
*თუ კეთილი ზრახვებით გაუერთიანდებით, თქვენთან ერთად აცხოვრებთ, მათ ქონებას მათი კეთილდღეობისთვის დახარჯავთ ან თქვენს ქონებასთან ერთად მათ ქონებასაც გამოიყენებთ მომგებიან ოპერაციებში და დანაზოგს გაუზრდით.

آية رقم 221
არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ*, – მორწმუნე მხევალი უმჯობესია, ვიდრე წარმართი ქალი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი; და არც წარმართ კაცებს მიათხოვოთ, ვიდრე არ ირწმუნებენ, – მორწმუნე მონა უმჯობესია, ვიდრე წარმართი კაცი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი. ისინი ცეცხლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ალლაჰი სამოთხისა და პატიებისკენ მოუწოდებს თავისი ნებით, და ცხადყოფს ხალხისთვის თავის აიათებს, რათა იქნებ შეიგნონ და არ დაივიწყონ.
____________________
*მაიდე სურას მე–5 აიათით: „თქვენთვის ჰალალია პატიოსანი ქალები, მათგან, ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ“; მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიტყვით: „ჩვენ ვირთავთ წიგნბოძებულთა ქალებს, თუმცა ისინი ვერ შეირთავენ ჩვენს ქალებს“. მუსლიმთა საერთო აზრის თანახმად, ამ ზოგად დადგენილებაში არ შედის კერძოდ – წიგნბოძებულთა ქალების მნიშვნელობა. იხ. თაფსირუ ბეღავი.

آية رقم 222
გეკითხებიან შენ დედათა წესის შესახებ, – მიუგე: სატკივარია იგი, ამიტომ მოშორდით ქალებს დედათა წესის დროს და მანამდე არ მიუახლოვდეთ მათ, ვიდრე არ გასუფთავდებიან, ხოლო როდესაც განიწმინდებიან, მაშინ მათთან მიდით იქითკენ, საითკენაც ალლაჰმა გიბრძანათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მონანულნი და უყვარს განწმენდილნიც.
آية رقم 223
თქვენი ქალები სათესია თქვენთვის, ამიტომ ისე ეახელით თქვენს სათესთ, როგორც გენებოთ* და თქვენი სულებისთვის წინასწარ გაიმზადეთ (კეთილი საქმეები). რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე უეჭველად წარსდგებით; მორწმუნეთ კი ახარე.
____________________
*თქვენს სათესს, როგორც გენებოთ ისე ეახლეთ, მაგრამ იმ გზით ეახლეთ, რომელიც იქნება ნაყოფიერი და შთამომავლის მომცემი, როგორც სათესი.
____________________
*თქვენს სათესს, როგორც გენებოთ ისე ეახლეთ, მაგრამ იმ გზით ეახლეთ, რომელიც იქნება ნაყოფიერი და შთამომავლის მომცემი, როგორც სათესი.
آية رقم 224
ნუ მოიმიზეზებთ ალლაჰს – სიკეთის კეთების, ღვთისმოშიშობისა და ხალხში არსებული უთანხმოებების გამოსწორების დაბრკოლებად – თქვენი ფიცის გამო, რომელიც ალლაჰის სახელით დაიფიცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
____________________
*აიათი ჩამოევლინა მათ შესახებ, ვინც ალლაჰზე დაიფიცეს, რომ ამა თუ იმ პიროვნებასთან არავითარ შემთხვევაში აღარ გააგრძელებდნენ ურთიერთობას და არ გაუმართავდნენ მათ ხელს. შემდეგ მიზეზად მოჰყავდათ ალლაჰის სახელით დადებული ეს ფიცი და ამით ამართლებდნენ სიკეთის ქმნაზე თავიანთ თავშეკავებულობას.

آية رقم 225
არ გაკისრებთ ალლაჰი პასუხისმგებლობას ფუჭსიტყვოვან (გაუცნობიერებელ) ფიცზე, თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც მოიხვეჭა თქვენმა გულებმა. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
آية رقم 226
ვინც დაიფიცონ, რომ თავიანთ ცოლებს აღარ ეთანაცხოვრებიან, – მათთვის ლოდინი – ოთხი თვე, ხოლო თუ დაუბრუნდნენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
آية رقم 227
და თუ გაყრა გადაწყვიტონ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
آية رقم 228
ქმარგაცილებულმა ქალებმა თავი შეიკავონ (ქორწინებისგან) სამი ციკლის ვადით*. მათთვის, – თუკი სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, – ნებადართული არ არის, არანაირად, – იმის დამალვა, რაც ალლაჰმა გააჩინა თავიანთ საშვილოსნოებში**. ამ დროში მათთან დაბრუნებას თავიანთი ქმრები უფრო იმსახურებენ, თუკი გამოსწორებას მოინდომებენ. მათ (ცოლებს) აქვთ გარკვეული უფლებები, იმის თანაბარი, როგორი პასუხისმგებლობებიც აკისრიათ (ქმრების წინაშე), თუმცა მამაკაცები მათზე მაღალ საფეხურს ფლობენ***. ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.
____________________
*ორიგინალი – „ყურუ’“ (قروء): ეს სიტყვა ვთარგმნეთ, როგორც ციკლი, რადგანაც მას ორი მნიშვნელობა აქვს – დედათა წესის ციკლი და სუფთად ყოფნის ციკლი. აქედან გამომდინარე ეს სიტყვა საჰაბეთა ნაწილმა განმარტა, როგორც დედათა წესის ციკლი, ნაწილმა კი სუფთად ყოფნის ციკლი, რაც სწავლულებსა და მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობას დაედო საფუძვლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, აიათის თარგმანის მნიშვნელობაიქნება – ქმარგაცილებულმა ქალებმა ქორწინებისგან თავი შეიკავონ დედათწესობის ან სუფთად ყოფნის სამი ციკლის ვადით.
**ფეხმძიმობა ან დედათა წესი.
***ეს მაღალი საფეხურებია: ოჯახის მმართველობა და ფინანსური უზრუნველყოფა; ჯიჰადი და უსაფრთხოებისთვის ზრუნვა; იმამობა; მემკვიდრეობიდან ერთით მეტი წილი და მსგავსი საკითხები, რაც მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დაწესებული.

آية رقم 229
გაყრა (უკანდაბრუნების უფლებამოსილებით) ორჯერაა (ნებადართული). ამის შემდეგ (ქმარმა): უნდა შეინახოს სამართლიანად ანდა გაუშვას სიკეთით. იმისგან (საჩუქრებისგან), რაც მათთვის (ცოლებისთვის) მიგიციათ, არაფრის უკან აღება ჰალალი არ არის თქვენთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ორივე შიშობს, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს*, და თუ შიშობენ, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს, მაშინ ცოდვად არ დაედებათ იმის გამო, რითაც ქალმა თავი დაიხსნა. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები და ნუ გადალახავთ მას. ვინც ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები გადალახეს, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
____________________
*თუ ხასიათთა შეუთავსებლობის გამო ქალს არ უყვარს ქმარი და შიშობს, რომ მასთან დარჩენის შემთხვევაში ვერ დაიცავს ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს; ასევე, ქმარიც ცოლის ამგვარი საქციელის გამო შიშობს, რომ მასთან ამგვარად ცხოვრების გაგრძელების შემთხვევაში ვერ დაიცავს ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს, – მაშინ ქმარს შეუძლია უკან დაიბრუნოს მთლიანი ან ნაწილი მეჰრისა და ცოლს გაეყაროს.

آية رقم 230
ხოლო იმის შემდეგ, – თუ ქალს გაეყრება (მესამედაც), – მისთვის ჰალალი აღარ იქნება ის (უკან დაიბრუნოს), ვიდრე სხვა ქმარი არ შეირთავდეს, და თუ (ეს კაციც) გაეყრება მას, მაშინ მათ ცოდვად აღარ დაედოთ ერთმანეთთან დაბრუნება – თუკი ფიქრობენ, რომ (ამის შემდეგ) ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს დაიცავენ. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები, რასაც ცხადყოფს ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
آية رقم 231
როდესაც ქალებს გაეყრებით (პირველად ან მეორედ) და თავიანთ ვადას დაასრულებენ*, – ან შეინახეთ ისინი სამართლიანად ან სამართლიანად გაუშვით. არ შეინახოთ ისინი საზიანოდ – ზღვარს რომ გადახვიდეთ და უფლებები შეულახოთ. ვინც ეს ჩაიდინოს, მან მართლაც უსამართლოდ მოექცეს საკუთარ თავს. მასხრად არ აიგდოთ ალლაჰის აიათები და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენზე მოიღო და წიგნისა და სიბრძნის სახით რაც ჩამოავლინა თქვენთვის და შეგონებებს გიკითხავთ მისით. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ ალლაჰი, უსათუოდ, – ყოვლისმცოდნეა.
____________________
*228-ე აიათში ხსენებული ქორწინებისგან თავშეკავების ვადა
____________________
*228-ე აიათში ხსენებული ქორწინებისგან თავშეკავების ვადა
آية رقم 232
როდესაც ქალებს გაეყრებით და თავიანთ ვადას დაასრულებენ ისინი, მაშინ (ქალის მეურვეებმა) არ შეზღუდოთ, რომ კვლავ შეირთონ თავიანთმა (ყოფილმა) ქმრებმა, – თუ ისევ შეთანხმდებიან წესისამებრ და ურთიერთკმაყოფილებას გამოხატავენ. შეგონებაა ეს მათთვის, თქვენგან რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. თქვენთვის ეს წმინდაა და უკეთესი, და ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით.
დედები თავიანთ შვილებს სრულ ორ წელიწადს აწოვებენ ძუძუს, – მათთვის, ვისაც (რომელ გაშორებულ ქმარსაც) სურს, რომ ძუძუთი სრულად გამოიკვებოს. მამა ვალდებულია, შემოსოს და გამოკვებოს ისინი (ქალები) შეძლებისდაგვარად. არცერთ სულს არ ეკისრება იმაზე მეტი, რაც მას შეუძლია. არც დედა დაზარალდეს თავისი შვილის გამო და არც მამა... ამის მსგავსი აკისრია (ბავშვის მიმართ) მემკვიდრესაც (მამის გარდაცვალების შემთხვევაში)... და თუ იმსჯელებენ და ურთირთშეთანხმებით ბავშვის ძუძუდან მოწყვეტას ისურვებენ ორივენი, ეს მათ ცოდვად არ დაედებათ. და თუ ისურვებთ, რომ თქვენი შვილები სხვისი ძუძუთი გამოკვებოთ, არც ამით დაგედებათ ცოდვად, თუკი გადაუხდით იმას, რაც მისაცემი გაქვთ წესისამებრ. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ უსათუოდ, – ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 234
და ვინც გარდაიცვლებიან თქვენგან და უკან დატოვებენ ცოლებს, მათ (ქვრივებმა) ოთხი თვე და ათი დღე თავი უნდა შეიკავონ*, ხოლო როდესაც თავიანთ ვადას დაასრულებენ, – თქვენ ცოდვად არ დაგედოთ იმის გამო, რასაც ისინი თვითონ იზმენ (აღნიშნული აკრძალვებიდან) წესიერების საზღვრებში... და ალლაჰმა იცის ის, რასაც თქვენ აკეთებთ.
____________________
*ისინი ამ დროის მანძილზე უნდა მოერიდონ: ქმრის სახლის მიტოვებას, სუნამოსა და მორთულობების გამოყენებას, ქორწინებასა და ქორწინებაზე საუბარს.
____________________
*ისინი ამ დროის მანძილზე უნდა მოერიდონ: ქმრის სახლის მიტოვებას, სუნამოსა და მორთულობების გამოყენებას, ქორწინებასა და ქორწინებაზე საუბარს.
آية رقم 235
ცოდვად არ დაგედოთ იმის გამო, რომ ხელის თხოვნაზე მიანიშნოთ (განსაზღვრული – 4 თვე და 10 დღე – ვადის გასვლამდე) ქალებს ან თქვენს გულებში გაიფიქროთ (ის). ალლაჰმა იცოდა, რომ თქვენ მაინც გაიხსენებდით მათ... და არაფერი დაჰპირდეთ ფარულად, გარდა იმისა, რაც უთხრათ წესიერების საზღვრებში, და არ მოიწადინოთ შეუღლების კავშირი, ვიდრე არ დასრულდება უკვე დაწერილი ვადა, და იცოდეთ, რომ ალლაჰმა ყველაფერი იცის, რაცაა თქვენს სულებში. მაშ, უფრთხილდით მას და იცოდეთ, რომ ალლაჰი მართლაც უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
آية رقم 236
ცოდვად არ დაგედოთ, თუ გაეყაროთ ქალებს, რომლებსაც ჯერ არ შეხებიხართ ან არ დაგიდგენიათ მათთვის მეჰრი*, მაგრამ რაიმე სარგებელი მიეცით მათ. გონივრული სარგებელი რომ გაიღონ: შეძლებულმა – თავისი შესაძლებლობით და ღარიბმაც – თავისი შესაძლებლობით, – ვალია ეს კეთილმორწმუნეთა.
____________________
*ორიგინალი - „მეჰრ“ (مهر): ფული ან/და სხვა ქონება, რომელიც პატარძალს საქმროსგან გადაეცემა. შეუღლებასთან დაკავშირებული ისლამის წესების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული მეჰრი პატარძლის საკუთრება ხდება ერთპიროვნულად და მასში ვერავინ შეეცილება.

آية رقم 237
თუ ქალებს მანამდე გაეყარეთ, ვიდრე მათ შეეხებოდეთ, მაგრამ მათთვის მეჰრი უკვე დადგენილი გაქვთ, მაშინ ნახევარი მათია იმისა, რაც დაგიდგენიათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ (ქალები) დათმობენ ან დათმობს ის, ვის ხელშიცაა შეუღლების ნასკვი*. დათმობა და პატიება უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან, და თქვენს შორის არსებული სიკეთე არ დაივიწყოთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ.
____________________
*სწავლულთა უმრავლესობის თანახმად, აღნიშნული აიათი შეუღლების ნასკვის, ანუ შეუღლების შეთანხმების მფლობელში გულისხმობს ქმარს, თუმცა იბნი აბბასის მოსაზრებით, აქ იგულისხმება ქალის მეურვე.

آية رقم 238
დაიცავით ნამაზები და (განსაკუთრბით) შუა ნამაზი*, და მორჩილად დადექით ალლაჰის წინაშე.
____________________
*სწავლულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შუა ნამაზი არის სამხრობის ანუ იქინდის ლოცვა. ამ შეხედულებას ამყარებს საჰიჰი ჰადისიც, რომელიც ხენდეყის ბრძოლის შესახებ ცნობებს გადმოგვცემს. ამ აჰდისში, გადმოცემის თანახმად, გაცხარებულ ომში ჩართულმა შუამავალმა ﷺ მზის ჩასვლამდე სამხრობის ნამაზის შესრულება ვერ მოახერხა და დამწუხრებულმა წარმოთქვა: „დაგვაბრკოლეს შუა ნამაზისგან“, იხ. ბუხარი, 4533, მუსლიმ, 627, აბუ დავუდ, 409, იბნი მაჯე, 686. გარდა ამისა, რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რომელთა თანახმადაც ზოგი მიიჩნევს, რომ ესაა დილის ლოცვა, ზოგიც შუადღის, საღამოს და ძილის წინა ლოცვებს მიუთითებს. ამათ გარდა, არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო და საუკეთესო მოსაზრება, რომლის თანახმადაც, შუა ნამაზი თავისი მადლიანობით ყოველდღიურ ხუთ ნამაზს შორის ყველაზე გამორჩეული ნამაზია, თუმცა უცნობია, თუ რომელია იგი. უცნობია, რათა მორწმუნეებმა ეძიონ იგი და სხვა ნამაზებსაც მსგავსი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ. მაგალითად, შარიათში რამდენიმე ასეთი საიდუმლო არსებობს: ყადირის ღამე დამალულია რამადანის მთვარეში; ყოველი ვედრების ახდენის საათი დამალულია პარასკევ დღეში; ალ ისმულ აზამი, ანუ ალლაჰის უზენაესი სახელი – დამალულია ალლაჰის 99 სახელში, რომელიც ვედრებაში გამოყენების შემთხვევაში ვედრების ახდენის მიზეზია. იხ. თაფსირუ ბეღავი.

آية رقم 239
და თუ შიშის ქვეშ იმყოფებით (მტრის, მტაცებელი ცხოველის ან მსგავსისა), მაშინ ილოცეთ ფეხით მავალმა ან ამხედრებულმა, ხოლო როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, მაშინ ისე ახსენეთ ალლაჰი, როგოც მას თქვენთვის უსწავლებია, რაც თქვენ ადრე არ იცოდით.
آية رقم 240
და ვინც გარდაიცვლებიან და უკან ცოლებს დატოვებენ, – მათგან ანდერძია თავიანთი ცოლებისთვის – ერთი წლის განმავლობაში იყვნენ უზრუნველყოფილნი სახლიდან გაუსვლელად, ხოლო თუკი თვითონ გავლენ, თქვენ ცოდვა არ გედებათ იმის გამო, რასაც ისინი თვითონ იზმენ წესიერების საზღვრებში*. ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.
____________________
*სწავლულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ აიათში მითითებული ერთწლიანი ლოდინის ვადა 234-ე აიათში მითითებული ოთხი თვე და ათი დღით შეიცვალა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა საჭიროებით უზრუნველყოფის ვალდებულება მემკვიდრეობის აიათმა ჩაანაცვლა.

آية رقم 241
გაშორებულ ქალებს ერგებათ გონივრული სარგებელი და ეს ვალია ღვთისმოშიშთა.
آية رقم 242
ასე ცხადყოფს ალლაჰი თქვენთვის თავის აიათებს, – იქნებ გონს მოგებულიყავით.
آية رقم 243
ნუთუ არ გინახავს ისინი, ვინც იყვნენ ათასობით და (შავი ჭირით ან ომით მოსალოდნელი) სიკვდილის შიშით თავიანთი სამშოლო მიატოვეს? მაშინ ალლაჰმა უთხრა მათ: ,,დაიხოცეთ!“, შემდეგ ისევ გააცოცხლა ისინი*. ჭეშმარიტად, ალლაჰი მწყალობელია ადამიანთა მიმართ, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
____________________
*როგორც სწავლულები გადმოგვცემენ, ეს ამბავი ისრაელის მოდგმას გადახდა თავს. დიდი ალბათობით, ეს უნდა მიუთითებდეს თორაში გადმოცემულ ამბავს, რომელსაც ყვება ეზეკიელ შუამავალი. იხ. თორა, ეზეკიელი, 37/1-14.

آية رقم 244
მაშ, იომეთ ალლაჰის გზაზე და იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
آية رقم 245
ვინაა იგი, ვინც ალლაჰს ასესხოს სესხი* – საუკეთესო? შემდეგ გადაუხდის ჭარბით – უთვალავმაგ. კვეცავს და განავრცობს ალლაჰი და თქვენ მას დაუბრუნდებით.
____________________
*ღვთივსათნოდ გაიღოს ქონება ან სიცოხლე
____________________
*ღვთივსათნოდ გაიღოს ქონება ან სიცოხლე
ნუთუ არ გინახავს მოწინავენი ისრაელის მოდგმიდან, რომლებმაც მუსას (გარდაცვალების) შემდეგ თავიანთ მაცნეს* უთხრეს: დაგვიდგინე მეფე, რათა ალლაჰის გზაზე ვიომოთო. მიუგო: ომი რომ სავალდებულოდ დაგიწესდეთ, სიურჩეს ხომ არ გამოიჩენთ – ომზე უარის თქმით? მათ თქვეს: ,,რა უნდა დაგვემართოს, რომ ალლაჰის გზაზე არ ვიომოთ მაშინ, როცა მოგვგლიჯეს ჩვენს შვილებსა და სამშობლოს?“... და როცა ომი სავალდებულოდ დაუწესდათ, მაშინ პირი იბრუნეს, გარდა მცირედნისა, თუმცა ალლაჰი იცნობს უსამართლოებს.
____________________
*მუფესსირები აღნიშნულ მაცნეს ვინაობასთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ: ყათადეს აზრით, ეს იყო იუშა’ ბინ ნუუნ ბინ ეფრაიმ ბინ იუსუფი; სუდდის აზრით, ეს იყო შემ’უუნი; ხოლო მუფესსირები თვლიან, რომ ეს იყო ეშმუილი (სამოელი). იხ. თაფსირუ ბეღავი.

آية رقم 247
და უთხრა მათ თავიანთმა მაცნემ: ჭეშმარიტად, თქვენ მეფედ ალლაჰმა ტალუთი დაგიდგინათო. მათ მიუგეს: ,,ჩვენ როგორ გვიმეფებს ის, ჩვენ ხომ მასზე მეტად ვიმსახურებთ მეფობას, თან არც ქონებრივი სიუხვე მიჰმადლებია მას“. (მაცნემ) უთხრა: ჭეშმარიტად, გამოარჩია ის თქვენზე ალლაჰმა და ძლიერებაც შეჰმატა ცოდნასა და სხეულშიო... ალლაჰი მეფობას მას მიანიჭებს, ვისაც ინებებს; – ალლაჰია სიუხვის მომნიჭებელი, ყოვლისმცოდნე.
آية رقم 248
და უთხრა მათ თავიანთმა მაცნემ: ჭეშმარიტად, მისი მეფობის ნიშანია კიდობნის თქვენთან დაბრუნება,* მასშია თქვენი ღმერთისგან მომავალი სიმშვიდე; და მუსასა და ჰარუნის ოჯახის დანატოვრისგან შემორჩენილნი, რომელსაც ანგელოზები მოიტანენ. ჭეშმარიტად, ესაა თქვენთვის სასწაული, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
____________________
*საუბარია აღთქმის კიდობანზე, რომელშიც თორა და სხვა წმინდა რელიქვიები ინახებოდა. ისრაელის მოდგმა ამ კიდობანს ომებში თან დაატარებდა. როდესაც ფილისტიმელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ, კიდობანი ჯალუთმა წაიღო და დიდხანს მათთან იყო დატყვევებული. ტალუთის მეფობის დროს ჯალუთი დაამარცხეს და ტალუთის მეფობის დასტურად ანგელოზებმა კიდობანი მის სამეფოში დააბრუნეს.

როდესაც ტალუთი ჯარითურთ გამოვიდა (ქალაქიდან), თქვა: ჭეშმარიტად, ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით: ვინც დალევს იქიდან, ის არაა ჩემთაგან, ხოლო ვინც ერთი პეშვის გარდა არ იგემებს, სწორედ ისაა ჩემთაგანო. მაგრამ მაინც დალიეს იქიდან, გარდა მათგან მცირედნისა; და როცა (მდინარე) გადალახა მან და მასთან ერთად მყოფმა მორწმუნეებმაც, – მათ თქვეს: ,,დღეს ჩვენ ჯალუთსა და მის ჯარზე (შერკინების) ღონე არ შეგვწევს“; ხოლო ვისაც სწამდათ, რომ უთუოდ შეხვდებოდნენ ალლაჰს, მათ თქვეს: ალლაჰის ნებით, რამდენ მცირერიცხოვან ჯარს უძლევია მრავალრიცხოვანი ჯარისთვისო... და ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა.
آية رقم 250
და როცა ჯალუთსა და მის ჯარს პირისპირ გაუსწორდნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოთმინებით აღგვავსე, ფეხები გაგვიმდგრადე და ურჯულო ხალხის წინააღმდეგ შეგვეწიეო.
آية رقم 251
და ალლაჰის ნებით სძლიეს მათ. მოკლა დავუდმა ჯალუთი* და ალლაჰმა მას მეფობა და სიბრძნე უბოძა, ასევე, ასწავლა ის, რაც მას სურდა. ალლაჰს რომ არ შეეკავებინა ხალხი – ზოგიერთით ზოგიერთი, – უთუოდ უკეთურება აიკლებდა ქვეყნიერებას, მაგრამ დიდად მწყალობელია ალლაჰი სამყაროთა მიმართ.
____________________
*დიდი ალბათობით, ეს მიუთითებს თორაში მოთხრობილ ბრძოლას, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. იხ. თორა, I მეფეთა, 17.
____________________
*დიდი ალბათობით, ეს მიუთითებს თორაში მოთხრობილ ბრძოლას, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. იხ. თორა, I მეფეთა, 17.
آية رقم 252
ეს არის ალლაჰის აიათები, რასაც შენ გიკითხავთ ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტად, შენა ხარ შუამავალთაგანი.
აი, შუამავლები! უპირატესვყავით მათგან ზოგიერთი – ზოგიერთის მიმართ. მათ შორის არიან ისეთნი, ვისაც ალლაჰი ესაუბრა და მათ ნაწილს პატივიც აუმაღლა, და მერიემის ძე ‘ისასაც ვუბოძეთ ცხადი მტკიცებულებები და წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) განვამტკიცეთ იგი. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს მათ შემდგომ მყოფნი, იმის მერე, რაც უკვე მიიღეს ცხადი მტკიცებულებანი, თუმცა უთანხმოებაში აღმოჩნდნენ, და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნეს, და მათ შორის არიან – ვინც უარყვეს. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს ისინი, მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს.
آية رقم 254
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვიდრე დადგებოდეს დღე, რომელშიც არც ვაჭრობა გაჭრის, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა, მანამ გაიღეთ ღვთივსათნოდ ის, რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია. რაც შეეხებათ ურწმუნოებს, – ისინი არიან უსამართლონი.
ალლაჰი... – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მარად ცოცხლისა და მსუფევისა; მას არც ჩასთვლემს, არც ჩაეძინება; მის კუთვნილებაშია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; მის წინაშე ვინ იშუამდგომლებს მისივე ნების გარეშე?! მან იცის, რაც იყო მათ უწინ და რაც იქნება მათ შემდგომ; მის ცოდნაში ვერაფერს შესწვდებიან, გარდა იმისა, რასაც თვითონ ინებებს; მისი ქურსი* ცათა და ქვეყანას გარემოიცავს და მას არ უმძიმს დაცვა მათი; ისაა უზენაესი და უბადლოდ დიდებული.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ქურს“ (الكرسي): პირდაპირი მნიშვნელობით ესაა დასაჯდომი საშუალება, ტახტი, ერთმანეთზე შემოწყობილი საფეხურები, ტრიბუნა. ალლაჰის ქურსთან დაკავშირებით მრავალ სხვადასხვა განმარტებებას ვპოულობთ, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს მოყვანით შემოვიფარგლებით, რომელიც საჰაბეებსა და პირველი თაობის სწავლულებს ეკუთვნით: 1. აბდულლაჰ იბნი აბბასისა და სა’დ ბინ ჯუბეირის გადმოცემის თანახმად, ეს არის ალლაჰის ცოდნა; იმამი ტაბერიც ამ შეხედულებას ირჩევს. 2. აბუ მუსას, სუდდის, დაჰჰაქისა და მუსლიმ ალ-ბატიინის გადმოცემის თანახმად, ეს არის ადგილი, სადაც ღმერთს ფეხები უდევს. 3. ჰასან ალ-ბასრის გადმოცემის მიხედვით, ქურსი იგივეა, რაც ‘არში. იხ. თაფსირუ ტაბერი.

آية رقم 256
სარწმუნოებაში იძულება არ არსებობს, უკვე გამოერჩია ჭეშმარიტება ცდომილებისგან. ხოლო ვინც უარყოს ტაღუთი* და ირწმუნოს ალლაჰი, ის მართლაც ჩაეჭიდოს მტკიცე რგოლს, რომელსაც გაწყვეტა არ უწერია. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ტაღუთ“ (الطاغوت): სიტყვის ფუძის მნიშვნელობაა ზღვარსგადასულობა, ურჩობა ან ურჩობის გამომწვევი მიზეზი. ძირითადად გამოიყენება სატანის, კერპის და ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც ადამიანს ღვთისკენ მიმავალ გზაზე ეღობება და ღვთის ნაცვლად თავისი მორჩილების არჩევანს უქმნის ან ამ მორჩილებისკენ უბძგებს; ან იმის აღსანიშნავად, რაც შეიძლება გახდეს ზღვარგადასულობისა და ურჩობის მიზეზი.

آية رقم 257
ალლაჰი მეგობარია მათი, ბნელეთიდან სინათლეში გაჰყავს ისინი, – ვინც ირწმუნეს, ხოლო ვინც არ ირწმუნეს, მათი მეგობარი ტაღუთია და სინათელიდან ბნელეთისკენ მიჰყავს ისინი. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან მასში მარადჟამს.
آية رقم 258
ნუთუ არ გინახავს იგი, ვინც იბრაჰიმს თავის ღმერთზე ეკამათებოდა, რაკი ალლაჰმა მას მეფობა უწყალობა? – როცა იბრაჰიმმა უთხრა: ჩემი ღმერთი ის არის, ვინც აცოცხლებს და აკვდინებსო, მან მიუგო: ,,მეც ვაცოცხლებ და ვაკვდინებ“. იბრაჰიმმა უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, შენ კი დასავლეთიდან ამოიყვანეო. მაშინ გაწბილდა იგი – ურწმუნო (ენა ჩაუვარდა მას)... და უთუოდ, არ დააკვალიანებს ალლაჰი უსამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე.
ან იმის მსგავსი (არ გსმენია), ვინც ნასოფლარს ჩაუარა, რომელიც იყო დაქცეული და უკაცრიელი, და თქვა: როგორ გააცოცხლებს ამას ალლაჰი სიკვდილის შემდგომ? მერე კი ალლაჰმა ასი წლით მოაკვდინა იგი, შემდეგ გააცოცხლა და ჰკითხა: რამდენ ხანს დაჰყავი? – მიუგო: ერთი დღე ან უფრო ნაკლებიო. უთხრა: არა, შენ ასი წელი დაჰყავი. აბა, შეხედე შენს საჭმელსა და სასმელს, არც გაფუჭებულა, და შეხედე შენს სახედარსაც, (მოგაკვდინეთ და გაგაცოცხლეთ) რათა სასწაულად გქმნათ ხალხისთვის, და შეხედე ძვლებს, თუ როგორ წამოვაყენებთ და ხორცს შევასხამთ... და როცა მისთვის ცხადი შეიქმნა, – თქვა: უეჭველად, ვიცი, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეაო.
آية رقم 260
აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო, მიჩვენე, თუ როგორ აცოცხლებ მკვდრებსო. – უთხრა: „ნუთუ არ გირწმუნია?“ თქვა: როგორ არა, მაგრამ გულის დასამშვიდებლადო. – უთხრა: ,,მაშ, აიღე ოთხი ფრინველი, ისინი შენთან მიიჩვიე, შემდეგ დაანაწევრე და მათი ნაკუწები ყოველ გორაზე მიმოფანტე, შემდეგ მოუხმე მათ და ისინი სწრაფადვე მოვლენ შენთან. იცოდე, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია, ბრძენია."
آية رقم 261
მათი საქმე, ვინც თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე ხარჯავენ, იმ მარცვლის მაგალითს ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოისხა - თითო თავთავში ასი მარცვლით... – გაუმრავალკეცებს ალლაჰი იმას, ვისაც მოისურვებს; – ალლაჰია უხვმწყალობი, ყოვლისმცოდნე.
آية رقم 262
მათთვის, ვინც ალლაჰის გზაზე ხარჯავენ თავიანთ ქონებას და წყენასა და ყვედრებას არ მიაწევენ იმას, რაც გაიღეს, – მათთვისაა ჯილდო თავიანთ ღმერთთან, და არც შიში ელით, არცა დამწუხრდებიან (ისინი).
آية رقم 263
კეთილი სიტყვა და პატიება უმჯობესია, ვიდრე მოწყალება, რომელსაც თან სდევს წყენა. ალლაჰი ლმობიერია, ყოვლადმდიდარი.
آية رقم 264
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გააბათილოთ თქვენი მოწყალებანი წყენითა და დაყვედრებით, იმის მსგავსად, ვინც ხალხის დასანახად ხარჯავს თავის ქონებას და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მისი საქმე ჰგავს იმ სიპი კლდის მაგალითს, რომელზეც მიწა იყო ცოტაოდენი. შემდეგ გადარეცხა კოკისპირულმა წვიმამ და მოლიპული ქვა დატოვა მხოლოდ. ეგენი არაფერს ფლობენ იმისგან, რაც მათ მოუხვეჭავთ. ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
آية رقم 265
მათი საქმე, ვინც თავიანთ ქონებას ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად და თავიანთი სულების გამყარებისთვის ხარჯავენ, – ჰგავს მაგალითს მაღლობზე გაშენებული ბაღისა, რომელსაც უხვად აწვიმს და ორმაგად მეტ ნაყოფს იძლევა, ხოლო უხვად თუ არ აწვიმს, მაშინ ეთქორება. ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 266
ნუთუ ისურვებდა რომელიმე თქვენგანი, რომ ფინიკისა და ვაზის ბაღი ჰქონოდა ყოველგვარი ნაყოფით, რომლის ქვეშაც ნაკადულები მიედინებიან, თუმცა სიბერე მოსწეოდა, შთამომავლობაც უმწეო ჰყოლოდა, ცეცხლოვანი ქარბორბალა დასტყდომოდა უეცრად და გადაეწვა (ყოველივე)? ალლაჰი ასე ცხადყოფს თქვენთვის აიათებს, რომ იქნებ დაფიქრებულიყავით.
آية رقم 267
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! საუკეთესოთაგან გაიღეთ მოწყალებად - რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის; არ დააპიროთ გაცემა მათგან უვარგისისა, რისი ამღებიც თვითონ არა ხართ, თუ თვალს არ დახუჭავთ მასზე. იცოდეთ, რომ ალლაჰი ქებულია, ყოვლადმდიდარი.
آية رقم 268
ეშმაკი სიღარიბით გაშინებთ და ავზნეობისკენ* მოგიწოდებთ, ხოლო ალლაჰი პატიებასა და წყალობას გპირდებათ თავისი წიაღიდან. ალლაჰია უხვმწყალობი, ყოვლისმცოდნე.
____________________
*ორიგინალი – „ალ-ფაჰშააუ“ (الفحشاء): ვთარგმნეთ, როგორც ავზნეობა. ქელბი ამბობს, რომ ყურანში ამ აიათის გარდა ყველგან, სადაც ეს სიტყვაა გამოყენებული, – მრუშობა იგულისხმება. იხ. თაფსირუ ბაღავი.

آية رقم 269
– სიბრძნეს ანიჭებს მას, ვისაც ინებებს, ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, უეჭველად, მას ბევრი სიკეთე მიეცა, თუმცა ამაზე სხვა არავინ დაფიქრდება, გარდა გონიერთა.
آية رقم 270
რა მოწყალებაც გაგიღიათ ან რა აღთქმაც დაგიდვიათ, ჭეშმარიტად, –ალლაჰმა იცის ყველაფერი, ხოლო უსამართლოთა დამხმარე – არავინაა.
آية رقم 271
მოწყალებას თუ აშკარად გაიღებთ, ეს – კარგი, ხოლო თუ მას ფარულად გასცემთ ღარიბებზე, ეს – საუკეთესო იქნება თქვენთვის, და დაფარავს თქვენს უკეთურებებს. ალლაჰი მცოდნეა იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
آية رقم 272
არ გაკისრია შენ მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი დააყენებს ჭეშმარიტ გზაზე მას, ვისაც ინებებს. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, ის მხოლოდ თქვენი სულებისთვისვეა. სხვა როგორ გაიღებთ თქვენ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილი სახის მოლოდინით. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, უნაკლოდ აგინაზღაურდებათ, და არ შეგეხებათ უსამართლობა.
آية رقم 273
(მოწყალება) ღარიბებისთვისაა, რომელნიც მხოლოდ ალლაჰის გზით შემოფარგლულან და (სარჩოს მაძიებლებად) დედამიწის ზურგზე ვერ გაუვლიათ. მათი (ღარიბთა) მოკრძალებულობის გამო უვიცებს ჰგონიათ, რომ ისინი მდიდრები არიან. შენ მათ თავიანთი სახეებით გამოიცნობ – ისინი არ სთხოვენ* ხალხს თავხედურად... და რა სიკეთესაც გაიღებთ მოწყალებად, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა.
____________________
*ეს აიათი ჩამოევლინა აჰლი სუფფას შესახებ: ისინი 400 კაცი იყვნენ მუჰაჯირთაგან. მათ საკუთარი ცხოვრება ყურანის სიბრძნის შესწავლას და ალლაჰის გზაზე ბრძოლას მიუძღვნეს. ღამით – ყურანის შესწავლით, ხოლო დღისით – ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი. აქედან გამომდინარე, აიათი ვრცელდება ყველა მებრძოლსა და ისლამის სწავლულზე, რომლებსაც ამ წმინდა და დიადი საქმის გამო მოსაგებში და საშოვარში წასვლა არ შეუძლიათ. იხ. თაფსირუ’ლ-ჯელალეინ და თაფსირუ იზზ ბინ აბდუ’ს-სელამ.

آية رقم 274
– რომელნიც მოწყალებას გასცემენ თავიანთი ქონებიდან – დღისით და ღამით; ფარულად და აშკარად, – სწორედ მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება.
آية رقم 275
ხოლო ისინი, ვინც ჭამს ვახშს, (განკითხვის დღეს) სხვანაირად არ წამოდგებიან, თუ არა მსგავსად* – ეშმაკის დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილებისა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თქვეს – უეჭველად, ვაჭრობა ვახშის მსგავსიაო, არადა ალლაჰმა ვაჭრობა სცნო ნებადართულად, ვახში კი აკრძალა... და მას, ვინც შეგონება მიიღო თავისი ღმერთისგან და ხელი აიღო (მევახშეობაზე), – შერჩება ის, რაც იყო წარსულში და მისი საქმე ალლაჰზეა, ხოლო ვინც უკან დაუბრუნდეს (მევახშეობას), სწორედ ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან იქ მარადჟამს.
____________________
*ეს ადგილი შესაძლებელია ორგვარად განიმარტოს: 1. მევახშეები განკითხვის დღეს საფლავებიდან ეშმაკისგან დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილთა მსგავსად წამოდგებიან. 2. მევახშეები, ვახშის აღებასა და მეტ შემოსავალზე დახარბებულნი, ეშმაკის დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილთა მსგავსად, წინ დაუხედავად და შეუბრალებლად ცდილობენ ხალხის ნაოფლარი გროშების უშრომელად მითვისებას.

آية رقم 276
აკნინებს ვახშს ალლაჰი და ამრავლებს მოწყალებას*. არ უყვარს ალლაჰს არცერთი ურწმუნო და ცოდვილი.
____________________
*ალლაჰი აკნინებს და ანადგურებს მევახშეობით მოგებულ ჰარამ ქონებას, რომელსაც არანაირი ხვავი-ბარაქა არ მოაქვს; ხოლო ზექათისა და მოწყალების გემღების ჰალალ ქონებას ამრავლებს და ბარაქას ჰმატებს.

آية رقم 277
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი, აღასრულეს ნამაზი და გაიღეს ზექათი, – მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება.
آية رقم 278
ეი, თქვენ, რომელთაც იწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მიატოვეთ ვახში, რაც დაგრჩათ (ასაღები), თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
آية رقم 279
– და თუ მაინც არ მოიშალოთ, მაშინ იცოდეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის მხრიდან გამოცხადებული ომის შესახებ; ხოლო თუ მოინანიებთ, თქვენი ქონების ძირი – თქვენი კუთვნილებაა. არც სხვას მოექცეთ უსამართლოდ და არც თქვენ იყოთ მსხვერპლი უსამართლობისა.
آية رقم 280
თუკი სიდუხჭირეშია (მევალე), მაშინ მანამდე ადროვეთ, ვიდრე გადახდის უნარი ექნებოდეს, და თუ სამოწყალოდ დაუტოვებთ (ვალს ან მის ნაწილს), ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, რომ იცოდეთ.
آية رقم 281
გეშინოდეთ იმ დღისა, როცა ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. შემდეგ ყოველ სულს მიეგება იგი, რაც მას მოუხვეჭავს, და არ შეეხებათ მათ უსამართლობა.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ვალს დაიდებთ* გარკვეული დროით, მაშინვე ჩაიწერეთ იგი. აუცილებელია, თქვენ შორის არსებული გარიგება ჩამწერმა გააფორმოს სამართლიანად. არ გადაუხვიოს ჩამწერმა იმგვარად ჩაწერას, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. – ჩაწეროს, ხოლო უკარნახოს მან, ვინც ვალი დაიდო. ეშინოდეს თავისი ღმერთისა, ალლაჰისა, და არაფერი მიაკლოს მას (სწორად ჩაწერას). ხოლო თუ ჭკუასუსტია ან უძლური, ან კიდევ კარნახი არ შეუძლია მას, ვინც ვალი დაიდო, მაშინ მისმა მეურვემ უკარნახოს სამართლიანად. ორი კაციც დაიმოწმეთ თქვენგან (გარიგებისას), ხოლო თუ ორი კაცი არ იქნება, მაშინ ერთი კაცი და ორი ქალი, – იმ მოწმეთაგან, რომელთა მიმართაც ხართ კმაყოფილნი. თუ შეცდება ერთი-ერთი მათგანი (იმ ორი ქალიდან), – მეორემ შეახსენოს. არ შედრკნენ მოწმეები, როდესაც მიიწვევენ და არც ჩაწერა დაიზარონ ვალისა თავისი ვადით – მცირე იქნება თუ დიდი. ყველაზე სამართლიანია ეს ალლაჰის წინაშე, ყველაზე ძლიერი – მოწმობისთვის და უფრო ხელსაყრელი, რათა ეჭვი არ გაგიჩნდეთ. ხოლო თუ ხელზე ივაჭრებთ ერთმანეთში, მაშინ ცოდვა არ გექნებათ, თუ არ ჩაიწერთ მას. ვაჭრობისას მოწმენი დაიმოწმეთ იმგვარად, რომ არც მწერალს ევნოს და არც მოწმეს, ხოლო თუ ამგვარად არ იქმთ, უეჭველად, ეგ იქნება უღირსი საქციელი თქვენგან. ალლაჰის რიდი გქონდეთ; – ალლაჰი გასწავლით თქვენ; – ალლაჰია ყოვლისმცოდნე.
____________________
*ვაჭრობის, სესხის ან შეკვეთის შედეგად.
____________________
*ვაჭრობის, სესხის ან შეკვეთის შედეგად.
آية رقم 283
ხოლო თუ მგზავრობაში იმყოფებით და ვერ პოულობთ ჩამწერს, მაშინ (ვალის სანაცვლოდ) მიღებული საწინდარიც საკმარისია. თუ თქვენ ერთმანეთს ენდეთ*, მაშინ მან, ვისაც ენდნენ, უკან დააბრუნოს ამანათი და რიდი ჰქონდეს მისი ღმერთის, ალლაჰისა. და არ დამალოთ მოწმობა. ვინც მას დამალავს, უეჭველად, მისი გული ცოდვილია. იცის ალლაჰმა ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ.
____________________
*თუ მევალე ენდობა მას, ვისაც მისი ჰმართებს და ხელშეკრულების, მოწმეების ან საწინდრის (გირაოს) გარეშე ანდობს თავის უფლებებს.
____________________
*თუ მევალე ენდობა მას, ვისაც მისი ჰმართებს და ხელშეკრულების, მოწმეების ან საწინდრის (გირაოს) გარეშე ანდობს თავის უფლებებს.
آية رقم 284
ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანასა ზედა. თუნდ გააცხადოთ, რაცაა თქვენს სულებში, თუნდ დამალოთ იგი, – ალლაჰი პასუხს გაგებინებთ მასზე: აპატიებს მას, ვისაც ინებებს და დასჯის მას, ვისაც ინებებს*. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
____________________
*პატიება იქნება მისი წყალობის გამოვლინება, ხოლო სასჯელი – სამართლიანობის შედეგი.
____________________
*პატიება იქნება მისი წყალობის გამოვლინება, ხოლო სასჯელი – სამართლიანობის შედეგი.
آية رقم 285
შუამავალმა ირწმუნა ის, რაც მას თავისი ღმეღთისგან ჩაევლინა, – ასევე მორწმუნეებმაც (ირწმუნეს). ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგან არცერთს. მათ თქვეს: ,,შევისმინეთ და დავემორჩილეთ*, ღმეღთო ჩვენო, შეგვიწყალე, შენთანაა საბოლოო მისაქციელი".
____________________
*შევისმინეთ შენი სიტყვა და ვმორჩილებთ შენს ბრძანებას.
____________________
*შევისმინეთ შენი სიტყვა და ვმორჩილებთ შენს ბრძანებას.
არცერთ სულს არ აკისრებს ალლაჰი იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. მის სარგოდ იქნება, რაც მოიპოვა (სიკეთით) ან მის საწინააღმდეგოდ იქნება, რაც მოიხვეჭა (უკეთურებით). ღმერთო ჩვენო! არ გვაგებინო პასუხი, თუკი დაგვავიწყდა ან შევცოდეთ. ღმერთო ჩვენო! ნუ დაგვდებ (ისე) მძიმე ტვირთს, როგორც დასდე ჩვენზე ადრე მყოფთ. ღმერთო ჩვენო! ნუ გვატვირთავ იმას, რისი ზიდვაც არ ძალგვიძს. მოგვიტევე, შეგვინდე და შეგვიწყალე ჩვენ. შენა ხარ ჩვენი შემწე და ურწმუნო ხალხზე გვამარჯვე.
تقدم القراءة